18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.
ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს ”მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
მონიტორინგი განხორციელდა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კანონიერების შესწავლა, ფინანსური რესურსის რაციონალური ხარჯვის კონტროლი, გამოვლენილი კანონდარღვევების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 12 დეკემბერს, პროგრამაში ‘კურიერი P.S.’ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საიას საქმიანობას აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებული და გაუჩინარებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს შემდეგი განცხადება.