სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაცია გამართეს / 2009-10-06 14:32:39

ახალი ამბები
6 ოქტომბერს საიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “დემოკრატიული ინსტიუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” – ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირები ჯერ არ დასჯილან / 2009-11-07 15:07:21

ახალი ამბები

დღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა.   
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.    

 

საიას თავმჯდომარე დიმიტრი შაშკინს წერილობით მიმართავს / 2009-10-27 20:00:00

ახალი ამბები
ბატონო დიმიტრი,

გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს რამდენიმე კოლექტიური განცხადებით მომართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა.

საიამ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოსამართლის თანხმობის გარეშე ფარული მიყურადების შესაძლებლობას იძლევა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა / 2009-10-16 20:00:00

ახალი ამბები
2008 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა პარლამენტის წინააღმდეგ. საია ითხოვს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.”

საია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ინიციატივას ეხმაურება / 2009-10-20 20:00:00

ახალი ამბები

საია ეხმიანება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართევლოს კანონთან შემდეგი გარემოებების გამო:

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ / 2009-11-08 15:31:32

ახალი ამბები
2009 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ GTZ- ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა  ოლიმპიადა „ახალგაზრდა  იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“  მთელი საქართველოს მასშტაბით.

ოლიმპიადამ ტრადიციული სახე მიიღო და ბოლო სამი წელია ტარდება ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

საია საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის კონსორციუმის პარტნიორ ორგანიზაციად იქნა შერჩეული / 2009-11-10 09:14:38

ახალი ამბები
2009 წლის 9 ნომბერს საქართველოს პარლამენტსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას. პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი (he Westminster Consortium for Parliaments and Democracy), საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი – ახორციელებს (www.wfd.org).

საია 23 ნოემბერს მომხდარ ფაქტს აფასებს / 2009-11-24 15:38:55

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.”

საია საკონსტიტუციო სამართალოს განსახილველ საქმეზე წერილობითი მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართავს / 2009-11-26 12:48:06

ახალი ამბები
2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. საკონსტიტუციო სამართალწამოებაში ,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი შემოიღეს. აღნიშნული უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.

საია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს აპროტესტებს / 2009-11-27 15:50:08

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის  მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.