2010 წლის 13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის #477-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.
საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 (სინდისის, რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი) მუხლებთან მიმართებაში.
ორგანიზაციებმა: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო" ცესკოსთან ერთად სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეუწყობენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად გამოიყენებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს.
2010 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრების - პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”.
შემოთავაზებული პროექტით იცვლება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სადავო აქტის გაუქმება არ იწვევს სამართალწარმოების შეჩერებას, თუ საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით, ზემოაღნიშნული საკითხი სრულად გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში და ყოველ საქმეზე იგი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა პროცესი დავის საგნის გაუქმების შემთხვევაში.