სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

მოქალაქე ს. რ.-ი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წინააღმდეგ / 2009-10-31 10:09:02

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქწალაქე ს.რ.-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენალის შრომის პენსია სრულწლოვანების მიღწევის გამო, იმის გაუთვალისწინებლად, რომ  ს.რ.-ი იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლით, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ს.რ.-ს უარი განუცხადეს პენსიის აღდგენაზე. I და II სასამართლო ინტანციებში საქმის განხილვის შედეგად საიას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მოქალაქე გ.ქ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ / 2009-11-09 10:18:51

ახალი ამბები
2006 წლის მარტიდან საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე გ.ქ.-ს. საქმე მდგომარეობდა შემდეგში:
2002 წლის 18 მარტს 12 წლის გ.ქ. გაუკეთდა B-ჰეპატიტის საწინააღდმედგო პროფილაქტიკური აცრა. აცრას წინ უსწრებდა წინასწარი გამოკვლევა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. აცრა განხორციელდა წალენჯიხის ბავშთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრის მიერ. ასაცრელ მასალას წარმოადგენდა კორეული წარმოების ვაქცინა სახელწოდებით Hepavax-Gene, რომელიც შემოტანილ იქნა ჰუმანიტარული მისიით საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის მიერ. აცრიდან მესამე დღეს ბავშვმა სკოლაში ყოფნის დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი კეფის არეში, დაეწყო ღებინება, კოორდინაციის დარღვევა და ხმის ტემბრის ძლიერი შეცვლა. ბავშვი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სახლში და მას სასწრაფო დახმარებით გამოძახებული მორიგე ექიმის მიერ ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. ბავშვს განუვითარდა ტეტრაპარეზი (ზედა და ქვედა კიდურების პარალიზი) და ჩავარდა კომაში. როგორც გამოირკვა B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ისეთი გვერდითი შედეგები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ალერგიული რეაქციები, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, აუტოიმუნური დაავადება, პარეზები, გიემბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და კიდევ მრავალი სხვა. საქართველოში UNICEF-ის მიერ ისე მოხდა ვაქცინის შემოტანა, რომ პრეპარატს არ გააჩნდა აღნიშვნა, მისი გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

საჯარო დისკუსიაზე თემაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია? / 2009-12-04 11:55:41

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?

ჩვენი საპატიო სტუმრები, ბატონი დავით უსუფაშვილი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სამოქალაქო სამართლის ჯგუფის სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, მისი შემუშავების ისტორიას და ახალი კონსტიტუციის კონტურებს. მსჯელობა გაიმართება იმაზე, თუ რა როლი ეკისრება ქვეყნის ძირითად კანონს  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების  პროცესში, რამდენად ასრულებს მოქმედი კონსტიტუცია ამ მისიას და რა მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს ამას ახალი კონსტიტუცია.

თამარ ხიდაშელი საიას კიდევ ერთი წელი უხელმძღვანელებს / 2009-11-22 15:54:05

ახალი ამბები

18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.

ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივაზე “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” / 2009-12-04 12:59:39

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის პროექტს - “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, რომელის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის შეზღუდვა და  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ედპ-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი ეყრდნობა საიას მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილს “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით”, რომელიც საიამ 2009 წლის ნოემბერში საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა.

საიამ ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა / 2009-12-09 12:10:24

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს ”მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის  მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

მონიტორინგი განხორციელდა კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით  გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კანონიერების შესწავლა, ფინანსური რესურსის რაციონალური  ხარჯვის კონტროლი, გამოვლენილი კანონდარღვევების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება.

საიამ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა / 2009-12-08 12:18:22

ახალი ამბები
8 დეკემბერს  სასტუმროში “ქორთიარდ მერიოტი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს განსახილველად წარვუდგინეთ საიას იურისტების მიერ მომზადებული პროექტი საარჩევნო  კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

შეხვედრას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო.

საია საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს / 2009-12-10 06:30:15

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

საიასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეებს წარმოადგენენ მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან “შეკრებისა და მანიფეტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ცალკეული ნორმის, მათ შორის მე-11 პრიმა მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებაში.

საიას რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად / 2009-12-11 08:39:33

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალიობა – საქართველოსთან”, კავშირ “21 საუკუნესთან”, “საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვან საქართველოსთან” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლთან” ერთად შეიმუშავა ”საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი  საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ძირითადად მიმართულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სხვა ფორმების აკრძალვისკენ.

საიას განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ / 2009-12-13 18:39:21

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 12 დეკემბერს, პროგრამაში ‘კურიერი P.S.’ გასულ სიუჟეტს, რომელიც შეეხებოდა საიას საქმიანობას აგვისტოს ომის შემდეგ უკანონოდ დაკავებული და გაუჩინარებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვინაიდან სიუჟეტის ავტორისა და პროგრამის პროდიუსერის მიერ მნიშვნელოვნად იქნა დამახინჯებული ზოგიერთი დეტალი, ხოლო ჟურნალისტების სუბიექტური, გადაუმოწმებელი მოსაზრება დაეყრდნო არსებითად მცდარ ფაქტებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს შემდეგი განცხადება.