საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საკომპენსაციო თანხების (10 000 აშშ დოლარი) გაცემას ეხება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, "ეგრეთწოდებული კომპენსაციების გაცემა დასრულებულია, რადგან იგი გავრცელდა მხოლოდ 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომლებსაც ჰქონდათ დანაზოგი და სახელმწიფოს მიერ დამატებული კომპენსაციით შეძლეს საცხოვრებელი ფართების შეძენა." "ეგრეთწოდებული კომპენსაციების თემა ამოწურულია, მიმდინარეობს რეგიონებში ფართების განაწილება."