სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია-მ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო / 2012-10-05 10:35:21

ახალი ამბები

 

ევროპული სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გულგრილი იყო დემონსტრანტებისათვის პატიმრობის შეფარდების დროს გამოერკვია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

2012 წლის 2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიაშვილი და დალაქიშვილისაქართველოს წინააღმდეგ (საქმე #1484/07).  სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ დაარღვია კონვენციის მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლები (გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე), რადგან განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ხუთივე განმცხადებელს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სასამართლოს აზრით, აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო.

განმცხადებლების ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი  (EHRAC) წარმოადგენდა.

განცხადება მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშრებით / 2012-10-05 17:26:02

ახალი ამბები

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ.

ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და  მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი.

 

საია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ცესკოს განცხადებას ეხმაურებიან / 2012-10-07 14:39:44

ახალი ამბები

 

ბოლო დღეების განმავლობაში მედიის ყურადღების ქვეშ საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომ შეცვლის საკითხი მოექცა. კერძოდ, ცესკოს მდივნის, გიზო მჭედლიძის 3 ოქტომბრით დათარიღებული 11 განკარგულების მიხედვით, ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეიცვალნენ საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ წარმომადგენლები. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ნათლადაა განსაზღვრული, რომ: „საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“ აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არჩევნების დღის შემდგომ წარმომადგენლის გამოწვევა ან ჩანაცვლება საარჩევნო სუბიექტის მიერ შესაძლებელი არ არის. მოქმედი კანონმდებლობის მხედველობაში მიღებით, საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების არჩევნების დღის შემდგომი შეცვლა აოლქო საარჩევნო კომისიებშიკანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებად შეაფასეს.

 

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს / 2012-10-09 13:29:23

ახალი ამბები

გუშინ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ, 2010 წლის მაისში, შპს „კლუბი დივას“ ანგარიშზე ჯამში 5129 ლარი გადაირიცხა.

გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოების ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე გავამახვილოთ.

2012 წლის მაისში საიას მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობასაც ეხება.

საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის ფაქტს ეხმაურება / 2012-10-09 14:05:06

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება  გავრცელებულ ინფორმაციას, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვახო სანაიას საავტორო გადაცემების „რეპორტაჟი ვახო სანაიასთან ერთად“ და „ევროპული არჩევანის“ დახურვისა  და ჟურნალისტების გათავისუფლების თაობაზე. ჟურნალისტის  ვარაუდით, გადაცემის დახურვის მიზეზი გახდა მაუწყებლის ფორმატის შეცვლა - საზოგადოებრივიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურზე გადასვლა; ასევე, არჩევნების წინ გადაცემის ავტორის  შეერთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ სტუდენტურ აქციასთან. ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია  ეკა ხოფერიას გადაცემის „აუდიტორია“ შეწყვეტის თაობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის. უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება / 2012-10-09 14:13:09

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით / 2012-10-11 12:05:45

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტს,

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი.

თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით.

საიამ პროკურატურას მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება მიაწოდა და გამოძიების დაწყება მოითხოვა / 2012-10-11 13:47:01

ახალი ამბები

 

2012 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას  განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები.  მსჯავრდებულ ჩიხლაძის განმარტებით, უკანონო ქმედებებში სხვა პირებთან ერთად დათა ახალაიაც იღებდა მონაწილეობას.

მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

საია 14 ოქტომბერს განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება / 2012-10-12 14:36:32

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას დააკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.

მედია სფეროს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა მოკლე მიმოხილვა / 2012-10-19 09:39:47

ახალი ამბები

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებდა მოქმედი ხელისუფლება, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ძირეული გადახედვისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება.

წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები, პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით.

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება