საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 30 სექტემბერს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საია-ს სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში. 35 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
რეგიონებია:
1. აჭარა;
2. იმერეთი;
3. გურია;