სასტუმრო შერატონ პალასში სამოქალაქო ალიანსი “მომავალი სიღარიბის გარეშე” წევრ ორგანიზაციათა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ, ველფეარ ფაუნდეიშენმა კონფერენციის მონაწილეებს 2005 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც განხილულ იქნა ალიანსის 2006 წლის სამოქმედო გეგმა. კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფრო ქმედითი გახდეს ალიანსის საქმიანობა. მათ მომავალში ალიანსის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში უფრო აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოხატეს.