საია აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ კომპანიებს შორის, ბეჭდვით მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
საია აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიულ კომპანიებს შორის, ბეჭდვით მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განხილვას. მათი უმეტესი ნაწილი საერთაშორისო ვალდებულებებითაა ნაკისრი, რაც ამთავითვე მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, დამატებით დისკუსიასა და ანალიზს საჭიროებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის ცვლილება.
პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას, რომლის უახლოეს წარსულში გაკეთებული არაერთი განცხადება შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს
ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია საშუალებით აქტიურად განიხილება დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაცემის არსებული სისტემის შეცვლის საკითხი. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები (სხვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად) ვართ იმ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომელიც საჭიროებაზე მორგებული დახმარების მოდელებს განიხილავს.
2017 წლის 9 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ამ უწყებას უფლებას აძლევდა უვადოდ შეენახა პერსონალური მონაცემი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ. თუ ადამიანმა უბილეთოდ იმგზავრა ტრანსპორტით, დაარღვია მოძრაობის წესები, პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ჩაიდინა სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამის გამო დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს ინფორმაცია უვადოდ ინახებოდა შსს-ს ელექტრონულ ბაზაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი გამართლდებოდა.
ყრუთა კავშირის წევრმა, დ.დ.-მ ყრუთა კავშირს სასამართლო დავა მოუგო. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს თბილისის ოფისი იცავდა. დავა შეეხებოდა 2015 წელს ყრუთა კავშირის არჩევნების შედეგების გაუქმებას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის 11 იანვარს მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
საიამ საქალაქო სასამართლოში წარმატებით დაასრულა საქმე პროკურატურის წინააღმდეგ, რის შედეგადაც სახელმწიფოს დაზარალებული მოქალაქისთვის მორალური ზიანის გადახდა მოუწევს.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.
2016 წლის 13 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ოფიციალურად წარუდგინა მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ასახვა 2017-2018 წწ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი იქნება.