სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ / 2017-01-30 23:17:32

საქმეები

ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 

ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ / 2017-01-30 23:20:57

საქმეები, NoDiscrimination

ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 

ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ / 2017-01-30 23:25:01

საქმეები

ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმე / 2017-01-30 23:26:26

საქმეები, NoDiscrimination

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმე 

სახელმძღვანელო -"ვიწყებთ: ერთად დისკრიმინაციის წინააღმდეგ" / 2017-01-31 11:17:44

NoDiscrimination

დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც ხელთ გეძლევათ, შეიქმნა პროექტის ფარგლებში “ ვიწყებთ: ერთად დისკრიმინაციის წინააღმდეგ” , რეალიზებული ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “ კონსულტაცია მოქალაქეობისთვის/ სამოქალაქო და ადამიანის უფლებების ” ( “ პორადნა ” ) მიერ ქართულ ორგანიზაცია Georgian Young Lawyers ‘ Association-სთან (GYLA) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია გააცნოს ადამიანის უფლებათა დამცველებს და უპირატესად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებებთან ბრძოლის გზები, რომლებშიც “ პორადნა ” ჩეხეთში მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დარწმუნდა და ამით გავზარდოთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ტევადობა რომლებიც მუშაობენ თანასწორუფლებიანობის და თანასწორი მოპყრობის უფლებებზე იურიდიული საშუალებებით საქართველოში - საუბარია სწორედ სიტუაციური ტესტინგის მეთოდსა და სტრატეგიული ლიტიგაციის საფუძვლებზე დისკრიმინაციულ შემთხვევებში.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით / 2017-01-31 12:10:56

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მას ხელმოსაწერად 2017 წლის 10 იანვარს გადაეგზავნა. კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ ის შენიშვნები, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, უმნიშვნელოვანესია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმის სწორად წარმართვისთვის.

კამპანია „ეს შენ გეხება“ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივაზე / 2017-01-31 12:56:50

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა.  

შსს–მ საჯარო მოხელეთა განთავისუფლების სტატისტიკა არ გასცა / 2017-02-02 11:51:28

ახალი ამბები

საიას განცხადების პასუხად, შსს–დან 2017 წლის 26 იანვარს მივიღეთ #206434 კორესპონდენცია, რომლის თანახმად სამინისტრომ განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისი სახით დაცული არ არის, ხოლო არსებულის დამუშავება მოითხოვს დიდ რესურსს და დროს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არ გააჩნია.“

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. / 2017-02-03 12:18:51

ახალი ამბები

კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

საია „გაზპრომთან“ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების ძიებას აგრძელებს / 2017-02-03 13:04:07

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს გაზის ტრანსპორტის კომპანიაში განცხადება წარადგენა და ქართულ მხარესა და კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული შეთანხმების (ხელშეკრულების) შესახებ შემდეგი ინფორმაციის გაცემა მოითხოვა: