სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

უფრო მეტად ინფორმირებული და ეფექტური პოლიტიკა მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებით / 2012-11-20 21:37:07

ახალი ამბები

დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და უსაფრთხო მსოფლიო 2009 წლიდან ერთობლივად  ახორციელებენ პროგრამას, რომლის მიზანია, დავეხმაროთ ფართო საზოგადოებას ოთხ სამიზნე რეგიონში (სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), გააანალიზოს და დაგეგმოს მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ხელი შეუწყოს უფრო მეტად კონსტრუქციულ დისკუსიებს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. აღნიშნული პროექტის სხვადასხვა ფაზა დაფინანსებულ იქნა ნაწილობრივ ევროკავშირისა და ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების ფონდის მიერ.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება / 2012-11-20 21:40:19

ახალი ამბები

მრავალი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სამართალწარმოება საიას სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა. ასოციაციამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო პრაქტიკის დამკვიდრებაში. ამჟამად საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებას აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).

დევნილების პროექტი / 2012-11-20 21:44:36

ახალი ამბები

26 ივნისი - საერთაშორისო დღე წამების წინააღმდეგ / 2012-11-20 21:51:21

ახალი ამბები

1997 წლის 12 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეკომენდაციით 26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე წამების აღმოფხვრისა და 1987 წლის 26 ივნისს ამოქმედებული წამების საწინააღმდეგო კონვენციის ეფექტური მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით აღინიშნება.

10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დღე / 2012-11-20 21:51:43

ახალი ამბები

ზუსტად 60 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აღიარებს.

28 სექტემბერი - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე / 2012-11-20 21:52:43

ახალი ამბები

28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა ირღვეოდეს.

საკუთრების უფლება / 2012-11-20 21:56:50

ახალი ამბები

საკუთრების უფლების დაცვა არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რაზეც ჩვენ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვმუშაობთ.  ამ უფლების დარღვევის სიხშირე და მასშტაბურობა არაერთხელ გამხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილის საგანი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება / 2012-11-20 22:00:48

ახალი ამბები

2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია დეა, საია და „ადამიანის უფლებები და 21-ე საუკუნე“, ახორციელებს პროექტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. პროექტის ხანგრძლივობაა 15 თვე, საქმიანობები კი ხორციელდება თბილისსა და ზუგდიდში. პროექტი მიზნად ისახავს, შშმ პირთა ცხოვრების დონისა და მათი ინტეგრაციული პროცესების გაუმჯობესებას. ამ მიზნით კი სამთავრობო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას.

ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში / 2012-11-20 22:06:20

ახალი ამბები

წლების მანძილზე საიას მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი შრომითი უფლებების დაცვა იყო. საკითხი განსაკუთრების აქტუალური 2006 წლიდან გახდა, მას შემდეგ რაც საქართველოს ახალი შრომის კოდექსი ამოქმედდა. ახალი კანონმდებლობით ფაქტობრივად გაუქმდა დასაქმებულთა დაცვის გარანტიები და დამსაქმებლები უპირატეს მდგომარეობაშ აღმოჩნდნენ. ამ ხნის მანძილზე საიას უფასო იურიდული დახმარებს ცენტრი უამრავ ადამიანს ეხმარებოდა შრომითი დავების მოგვარებაში. 2010-2011 წლებში კი საია ახორციელებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  ”ახალგაზრდა იურისტები ძირითადი შრომითი უფლებების ეფექტური დაცვისა და წახალისებისათვის საქართველოში”.

http://gyla.ge/geo/about/mission / 2012-11-22 12:35:02

ახალი ამბები