ელ. ფოსტა: toniani@gyla.ge
რეგიონი: თბილისი
თამარ ონიანი 2023 წლის თებრვლიდან საიას ადამინის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორის პოზიციას იკავებს.
თამარ ონიანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2018 წლიდან მუშაობს. 2018-21 წლებში იყო სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. 2021 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე იყო საია-ს საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი.
2018 წლის პირველ ნახევარში თამარი დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსანალიტიკურ დეპარტამენტში; 2017-2018 წლებში იყო ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობისმიმართულებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში (ELSA); 2017 წლიდან დღემდე იგი არის მეცნიერ-თანამშრომელი დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში; 2017 წელს იყო სისხლის სამართლისიურისტის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
თამარ ონიანს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი (Magna Cum Laude) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) (2020 წ.); და სამართლის ბაკალავრის ხარისხი (Magna Cum Laude) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2018 წ.).
თამარი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამართალსა და საკონსტიტუციო სამართალთანდაკავშირებულ ტრენინგ-სემინარებსა თუ სასწავლო პროგრამებში. სხვადასხვა დროს ის სწავლობდაევროპის ვიადრინას უნივერსიტეტსა (ფრანკფურტი, გერმანია) და ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში(მიუნხენი, გერმანია).