მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ოთხი კოალიციური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშები მოიცავს 2010 - 2014 წწ პერიოდს, რომელიც აერთიანებს შემდეგ თემებს:
საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს, უჩივლოს ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტს 26 მარტის პრეს-კონფერენციაზე დასმული შეკითხვისათვის. ცილისწამებისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს თავად ზურაბ რუსიშვილიც, თუ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას. მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, პარლამენტმა მაინც მოახერხა დროულად განეხორციელებინა პროცედურით გათვალისწინებულ ღონისძიებები და 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამავე დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ქალი, რაც დადებითი მოვლენაა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით.
გამოვხატავთ შეშფოთებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, სრულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული მკვლელობის საქმე, გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 მაისს ზუგდიდსა და სენაკის ოლქებში ადგილობრივი თვითმმარათველობის არჩევნებს დააკვირდება. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე კენჭისყრის დღისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგს.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაეროში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. სესიაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR) , ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან (HRP) თანამშრომლობით, ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.
საიამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს მოქალაქე დ. ც.-ს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვეხმაურებით პრემიერ მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსის ქონებასაც 4500 ლარის დავალიანების გამო აკრძალვა დაედო. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება.
საიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან
საიას ოზურგეთის ოფისის იურისტის დახმარებით ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე რ.ც. გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. 2015 წლის 3 იანვარს რ.ც.-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ ის სატრანსპორტო საშუალებას მართავდა იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება (2014 წლის ოქტომბერში დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის გადაუხდელობის გამო). თუმცა, რ.ც. მართვის უფლების შეჩერების თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ფიქსირდებოდა, რომ მას დროულად ჰქონდა გადახდილი ჯარიმა.