სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

მიმართვა საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე / 2015-05-30 16:18:39

ახალი ამბები

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე  ქვეყნის  საარჩევნო სისტემის რეფორმების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს.

აღნიშნულ დოკუმენტში ასახულია ერთიანი ხედვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის, პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას გულისხმობს.

რა მოხდება ხმა რომ ამოვიღოთ? / 2015-05-31 00:01:36

ახალი ამბები

მინდა ვინმეს მაინც გადავცე ის, რაც ჩვენს გარშემო სინამდვილეში ხდება. ჩვენ კი არ გვესმის, არ ვხედავთ და არ გვინდა, რომ შევაჩეროთ.

                                                          

ეს არ გახლავთ, მხოლოდ ის სოფელი, სადაც  ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები არ არსებობს, სადაც მხოლოდ ,,ცალსახურავით’’ არის პატარა სახლი გადახურული და სავსეა ხმაურიანი, სასტიკი ისტორიით. სადაც მხოლოდ ერთი დაშლილი ტახტი და  მოგონებებით გაჟღენთილი, სიძველისგან დაღლილი კარადები დგას...

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 12:00 საათისთვის / 2015-05-31 12:48:33

ახალი ამბები

მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე  კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის / 2015-05-31 20:55:41

ახალი ამბები

 საიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკის  #64 ოლქსა და ზუგდიდის #67 ოლქში აკვირდებიან. დამკვირვებლების სენაკი ოლქის 34-ე, 35-ე და ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნებში არიან განთავსებულნი.

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა წერითი გამოცდის განრიგი / 2015-06-03 10:23:39

ახალი ამბები

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

საიას განცხადება თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით / 2015-06-06 15:16:47

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება თბილისის საქალაქო სასამრთლოს 5 ივნისის განჩინებას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. “კაბელების” საქმესთან დაკავშირებით.

2015 წლის 05 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის უმთავრესი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა. 

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე ზ.ჯაყელის მიმართ სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევა აღიარა / 2015-06-08 13:32:04

ახალი ამბები

2010 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნის-ზ.ჯაყელის სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 12 მაისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 4 ივნისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „ჯაყელი საქართველოს წინააღმდეგ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მმართველი კოალიციის პოზიციასთან დაკავშირებით / 2015-06-08 14:58:08

ახალი ამბები

2015 წლის 5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება.

საია გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს ეხმიანება / 2015-06-08 19:41:40

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 2015 წლის 8 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი ოქროპირიძის საქმეზე და პროკურატურის თანმდევ მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები / 2015-06-09 10:48:35

ახალი ამბები

საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

უზენაესმა სასამართლომ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ლ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ცნობილი იყო დამნაშავედ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში და მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით