სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

„ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2015-04-08 12:00:30

ახალი ამბები
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.

განცხადება რამინ მამედოვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით / 2015-04-11 19:26:03

ახალი ამბები

როგორც ცნობილია, 10 აპრილს, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიციელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე, რომლის ძებნის ოპერაციაც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.  

,,კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის'' მიმართვა კომუნიკაციების კომისიას / 2015-04-15 11:00:18

ახალი ამბები

ბოლო დღეების განმავლობაში კომპანია მაგთისატის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება არასათანადო, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი რეკლამა, როგორც ტექსტური, ისე ვიდეორგოლის სახით, რომლის მთავარი მესიჯია, რომ ,, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს''.


კოალიციის განცხადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით / 2015-04-16 11:16:01

ახალი ამბები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.  კოდექსის შექმნა შეესაბამება  ბავშვის უფლებათა  კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.  

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით / 2015-04-17 16:30:40

ახალი ამბები

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს  ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს.

კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით / 2015-04-21 17:12:26

ახალი ამბები

ვეხმაურებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, წარმოდგენილ პროკურატურის რეფორმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია რამდენიმე სიახლე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. კონცეფციით დანიშვნის პროცესში შემოყვანილია საპროკურორო საბჭო, რომელიც ახდენს იუსტიციის მინისტრის მიერ ნომინირებული კანდიდატების განხილვას. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა წარედგინება მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატურის თაობაზე მსჯელობს პარლამენტი, რომელიც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან / 2015-04-23 17:08:34

ახალი ამბები

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიებიება უნდა დაიწყოს / 2015-04-24 11:00:00

ახალი ამბები

2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით / 2015-04-28 11:55:05

ახალი ამბები

გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში "კვირის 20/30" ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ. 

მშრომელთა საერთაშორისო დღეს საია მთავრობას მოუწოდებს შექმნას ეფექტური შრომის ინსპექცია / 2015-05-01 16:07:29

ახალი ამბები

1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომის უფლება, რომელიც ასევე მოიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო და სათანადო პირობებზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, ასევე საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებებით.