საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2013 წლის აგვისტოში ჩატარებულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ენერჯი გრუპი“. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით გაასაჩივრა ამავე კონკურსის მონაწილემ, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა.