სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები მშვიდობიანი აქციის - ,,არა პანორამას“ დროს დაკავებული და დაჯარიმებული პირების საქმეზე განცხადებას ავრცელებენ / 2015-07-31 14:30:00

ახალი ამბები

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს.  მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა.

საიას საჩივრის საფუძველზე ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ყოფილი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის, დავით მირცხულავას მიმართ ევროპული კონვენციის დარღვევა აღიარა / 2015-07-31 18:14:27

ახალი ამბები

2004 წელს დავით მირცხულავამ საჩივრით მიმართა ევროპულ  სასამართლოს. 2007 წლიდან დ. მირცხულავას ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) პარტნიორობით იცავს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 2 ივლისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი  ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“.

საიას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება აკრძალა / 2015-08-01 21:16:18

ახალი ამბები

2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის.“

ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წელი / 2015-07-29 11:00:25

ახალი ამბები

29 ივლისს  კოალიციამ "თანასწორობისთვის" ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის  ანგარიში გამოაქვეყნა.

 
ანგარიშში ასახულია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფისა და მისი სათანადო განხორციელების მიზნით გატარებული ქმედებები 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

საიას განცხადება სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე / 2015-08-10 12:15:26

ახალი ამბები

2015 წლის 5 აგვისტოს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის  (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა. 

საიას ივლისის თვის წარმატებული საქმეები / 2015-08-11 19:23:34

ახალი ამბები

საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ ხელფასის კომპენსაცია მიიღო

საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.კ-ს, რომელიც შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ გაათავისუფლეს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე. საიას დახმარებით ბენეფიციარმა დაადასტურა რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და მას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულბა. მის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დაეკისრა ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს / 2015-08-14 10:24:00

ახალი ამბები
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი უგულავას საქმეზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარუდგინა / 2015-07-28 10:35:59

ახალი ამბები

 2015 წლის 28 ივლისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით. საია ეთანხმება მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა აძლევს პროკურატურასა და სასამართლოს შესაძლებლობას, რომ ბრალდებული საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტისდარღვევით 9 თვეზე მეტი ვადით ჰყავდეთ წინასწარ პატიმრობაში.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა დაკითხვის წესის გარშემო მიმდინარე დისკუსიას / 2015-08-19 17:58:42

ახალი ამბები

2015 წლის ივლისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა კანონის პროექტი მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირების შესახებ. იგი ეფუძნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სპეციალური ჯგუფის მოსაზრებებს.

საია ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტს უკიდურესად უარყოფითად აფასებს / 2015-09-01 12:00:55

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა.