სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გეგმებს ეხმაურებიან / 2015-09-03 12:39:12

ახალი ამბები

2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.

სამოქალაქო პლატფორმაში „არა ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციების განცხადება / 2015-09-08 11:29:32

ახალი ამბები

ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც  სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს.

კერძოდ, ანგარიშში  სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:

კოალიცია პროკურორთა პირველი კონფერენციის ჩატარებას ეხმაურება / 2015-10-26 17:02:35

ახალი ამბები

მიმდინარე წლის სექტემბერში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები. მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ახლადშექმნილ ორგანოს - საპროკურორო საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან შედგება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის 2 წევრი, საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე, სამოქალაქო/სამეცნიერო სფეროს 2 წარმომადგენელი და 8 პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურორთა კონფერენცია, რომელიც აერთიანებს პროკურატურაში მომუშავე ყველა პროკურორსა და გამომძიებელს. სწორედ კონფერენციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს წევრი 8 პროკურორის შერჩევა.

 

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით წამების ამსახველი კადრების გაშუქებასთან დაკავშირებით / 2015-10-28 12:57:16

ახალი ამბები

  ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში რამდენიმე დღეა გადის წამების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულია რეკლამის ფორმატში, პერიოდული განმეორებითი ჩვენების სახით, იმ ფორმით, რაც შესაძლებელს ხდის წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ზემოაღნიშნული ფორმით ჩვენება, ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს როგორც თავად მსხვერპლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან, კადრები შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის. ვფიქრობთ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წამების დანაშაულებისათვის დაუსჯელობის პრობლემის მიმართ შესაძლებელია და უნდა მოხდეს მედია ეთიკისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXII საერთო კრების შესახებ / 2015-10-29 13:45:37

ახალი ამბები

 საიას წევრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 29 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
XXII
საერთო კრება. 
რეგისტრაცია დაიწყება 10:00 სათზე.
მისამართი: . თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.

 თანდართული დოკუმენტის სახით იხ. საერთო კრების დღის წესრიგი.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე / 2015-09-09 15:23:04

ახალი ამბები

 სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:

 

კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)

სისხლის სამართალი;

სამოქალაქო სამართალი;

კონსტიტუციური სამართალი;

საერთაშორისო სამართალი;

სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში / 2015-09-09 15:44:21

ახალი ამბები

 საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

 მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში / 2015-09-09 15:54:40

ახალი ამბები

 შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

– იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები :

- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს;

- გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს / 2015-09-09 17:20:47

ახალი ამბები

8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაციასაზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთან დაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

 

საიას აგვისტოს თვის წარმატებული საქმეები / 2015-09-11 11:05:35

ახალი ამბები

საიას ადვოკატების დახმარებით რამდენიმე მოქალაქის ინტერესები დაცული იქნა.