სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ კანდიდატობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს / 2016-09-08 17:00:00

არჩევნები 2016

2016 წლის 27 აგვისტოს N81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა N07/2016 განკარგულება, რომლის თანახმადაც 2016 წლის 08 ოქტომბრის საქართველოს პარალმენტის არჩევნებისათვის N71 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი ლეონიდ ჩერნოვეცკი დარეგისტრირდა პარლამენტის წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატად.

ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემები / 2016-09-12 15:01:20

არჩევნები 2016

ტელეკომპანია GDS-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ხვდება ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტებს, გადაცემა წინასაარჩევნოდ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ეთერში.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები / 2016-09-12 15:13:26

არჩევნები 2016

საიას დამკვირვებლები საუბნო საარჩევნო კომისიების  დაკომპელქტების მონიტორინგს ახორციელებენ.მონიტორინგის პროცესში ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმაც გააკეთეს.  როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავება / 2016-09-12 15:45:30

არჩევნები 2016

23 აგვისტოს,  დღის 12 საათზე ქუჩიდან აიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. თავდაპირველად მიხეილ ლუხავა დააკვეს, შემდეგ კი ალექსანდრე ადამია თავის მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად. როგორც დაკავებულმა  საიას წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძაშვილის ასაკის დადგენის შემდეგ მცირეწლოვანი ჩამოსვეს მანქანიდან, ხოლო დანარჩენი დაკავებულები საპატრულო პოლიციაში, შემდეგ კი კრიმინალურ სამსახურში გადაიყვაეს. საბოლოოდ დაკვებულების სენაკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიივანეს, სადაც ახალგაზრდებმა უარი განაცხადეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ახალგაზრდები დაკავებიდან 12 საათის  შემდგომ გაათავისუფლეს. მათ უფლებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ბასილაია იცავს.

ზეწოლისა და მუქარა/დაშინების ფაქტები / 2016-09-12 15:58:58

არჩევნები 2016

2016 წლის 22 აგვისტოს საია-ს რუსთავის ოფისს მომართა გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკში მცხოვრებმა რაშიდ მუსაევმა, პოლიტიკური პარტია ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გარდაბნის რაიონში. მისი განცხადებით გარკვეულმა პირებმა მასზე ზეწოლა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე განახორციელეს. მისი განმარტებით, 18 აგვისტოს შეხვდა ნაცნობი ყოფილი თანაპარტიელი, თანხმლებ უცხო პირებთან ერთად, რომელმაც საქართველოდან წასვლისა და პოლიტიკური საქმიანობისათვის თავის დანებების სანაცვლოდ, გარკვეული თანხა შესთავაზა და უთხრა, რომ თუ არ დათანხმდებოდა, მას მოკლავდნენ. რაშიდ მუსაევმა უარი განუცხადა აღნიშნულ შემოთავაზებაზე, რაზეც აღნიშნული პირები შეეცადნენ კუთვნილ ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩაესვათ. რაშიდ მუსაევმა მოახერხა თავი დაეღწია და გამოქცეულიყო.

ჯარიმა პოლიტიკური ნიშნით / 2016-09-12 16:13:35

არჩევნები 2016

2016 წლის 31 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა - თენგიზ გოგმაჩაძემ, გიორგი ანდღულაძემ, ზაზა ხაჯიშვილმა, გურამ ძირკვაძემ და ილია ბეჟანიძემ  ავტობუსის მოსაცდელებსა და  ნაგვის ურნებზე გააკრეს სტიკერები: „დაასუფთავეთ ქობულეთი“, „პატარაძე მიხედე - ეს ქობულეთია“.

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება / 2016-09-13 11:27:51

ახალი ამბები

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე.

საიას სადამკვირვებლო მისიის შესახებ / 2016-09-14 18:23:03

არჩევნები 2016

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად  8 ივნისს დაიწყო. 

"ეს შენ გეხება" მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ / 2016-09-14 21:27:18

ახალი ამბები

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.

 

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში / 2016-09-15 19:12:40

ტენდერები

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.