სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია აცხადებს კონკურსს ტრენერის პოზიციაზე, მიგრაციის, სავიზო ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული 2-დღიანი ტრენინგისათვის / 2016-09-25 00:02:40

ტენდერები

საია იწვევს შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტს/ექსპერტებს, 2016 წლის ნოემბერში ერთი ორდღიანი, ან ორი ერდღიანი ტრენინგის ჩასატარებლად. 

საია აცხადებს ტენდერს რეგიონული განვითარების საექსპერტო მომსახურებაზე / 2016-09-25 00:05:40

ტენდერები

საია იწვევს ექსპერტებს ან/და ორგანიზაციებს, რეგიონული განვითარების საექსპერტო მომსახურების გასაწევად გამოცხადებულ კონკურსში. საია დაიქირავებს 10-მდე დამოუკიდებელ ექსპერტს  ან 1-2 ორგანიზაციას აღნიშნული დავალების შესასრულებლად. 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ჟურალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს / 2016-09-25 00:09:09

ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით  23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა.

ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და მათ ნებაზე არაპირდაპირი ზემოქმედება / 2016-09-27 10:50:21

არჩევნები 2016

საიასათვის სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აწარმოებენ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აღრიცხვას, თუმცა ისინი არ განმარტავენ აღნიშნული მონაცემების შეგროვების მიზანს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დევნილი მოქალაქეები.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება / 2016-09-27 11:02:28

არჩევნები 2016

მიმდინარე წლის  20 და 21 სექტემბერს, საქართველოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „Facebook“-ის გვერდის საშუალებით, გავრცელდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი სააგიტაციო ინფორმაცია.

უკანონო აგიტაცია / 2016-09-27 11:10:35

არჩევნები 2016

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, „გურიანიუსი“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში - ბელა შათირიშვილმა, სამუშაო საათების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო წინასაარჩევნო აგიტაციაში.

ამომრჩევლის სავარაოდ მოსყიდვის ფაქტები / 2016-09-27 11:17:47

არჩევნები 2016

13 სექტემბერს, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა,  გორში,  შინდისის გზატკეცილზე მდებარე  №11, №13 და №15 კორპუსების მაცხოვრებლებს გადასცეს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის დარიგებამდე მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა თავად გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ირაკლი ოქრუაშვილს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მამუკა ნოზაძემ, პროკურატურას მიმართა. პროდუქტის გადაცემის ფაქტს, ერთ-ერთი მოქალაქეც ადასტურებს.

ინციდენტი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში / 2016-09-27 11:29:09

არჩევნები 2016

19 სექტემბერს  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება 19 სექტემბერს, გამთენიისას, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან გოგიჩაიშვილის ოფისში შესვლასთან დაკავშირებით, რომელთაგან 2 წარმოადგენდა სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრს. კობახიძის განმარტებით, აღნიშნულ პიროვნებებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვათ და თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. მათ მიზანს კი წარმოადგენდა ფაქტის ვიდეოგადაღება, იმის საჩვენებლად, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებოდნენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე ადამიანები. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებმა, რომლებიც შტაბში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები გამოიძახეს და პოლიციამ ვითარება ადგილზე შეისწავლა.

„ეს შენ გეხება“ ფარული ჩანაწერების მორიგ გავრცელებას ეხმაურება / 2016-09-27 18:15:10

ახალი ამბები

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

სასამართლომ სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ თანამშრომლის დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლება დაადგინა / 2016-09-28 13:15:22

საიას წარმატებული საქმეები

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა სსიპ - იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული პირის ინტერესებს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაქარწყლებული ნასამართლობის   საფუძვლით განხორციელდა. იუსტიციის სახლი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირის ზემდგომ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის პირობებში  მითითებული იყო, რომ წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა შემზღუდველ გარემოებას.