სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

თავისუფალი ზონის წევრების დაკითხვაზე დაბარება / 2016-10-05 15:43:15

არჩევნები 2016

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „თავისუფალი ზონის" წევრები ზაზა ხაზალია, ვანო აფციაული, თორნიკე დარბალისელი, მარიამ ბაშარული, ნინო ქაცარავა, ვაჟა მორგოშია, ნიკოლოზ ჭურაძე, დავით გოგოხია, ზურაბ ბერიაშვილი და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარა.[1] როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით.

საია - კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა წინაასარჩევნო დებატების ფორმატში საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ / 2016-10-05 16:10:25

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანხმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია  წინაასარჩევნოდ დებატები გამართოს. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის ბოლო გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის / 2016-10-06 10:46:21

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება სადისციპლინო კოლეგიის და სადისციპლინო პალატის მიერ 2016 წლის მაისსა და ივლისში მიღებულ გადაწყვეტილებებს მოსამართლე გიორგი სულაკაძის საქმეზე. კოალიცია ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, გაეცნო და შეისწავლა გადაწყვეტილებები, რომელიც გამოქვეყნდა კოლეგიის ვებ-გვერდზე,. შესწავლის საფუძველზე კოალიციას  მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის.

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით ბეჟან გუნავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა / 2016-10-06 10:59:02

საიას წარმატებული საქმეები

2016 წლის 8 აგვისტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია უსახლკაროებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობას იღებდა ოპოზიციის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ბეჟან გუნავა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მთავარობის კანცელარიაში შეხვედრის გამართვა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. კანცელარიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ბეჟან გუნავა დაჯდა შესასვლელის კიბეებთან. რა დროსაც შენობის დაცვისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს შენობიდან 20 მეტრით მოშორება. მათი განცხადებით, ბეჟან გუნავას სურდა შენობის შესასვლელის ჩაკეტვა, რის გამოც წაუყენეს მას ასეთი მოთხოვნა. ბეჟან გუნავას განცხადებით, იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაჯდა კანცელარიის შესასვლელის კიბეებზე და ცდილობდა აღნიშნულის ახსნას პოლიციის თანამშრომლებისათვის.

წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება (მოკლე მიმოხილვა) / 2016-10-06 17:22:40

ახალი ამბები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც, 2012 წელს, უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე,[2] საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა; ეს იქნება ასევე პირველი  საპარლამენტო არჩევნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, დიდია არჩევნების მიმართ ინტერესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ევროპულმა სასამართლომ საიას წარმოებაში არსებული ორი საქმე მორიგებით დაასრულა / 2016-10-06 19:47:13

ახალი ამბები

2016 წლის 13 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე  განჩინება გამოიტანა, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებებით მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივრები „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ [1] და „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“.[2]

 


[1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167523

[2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167553

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება / 2016-10-07 14:45:48

ახალი ამბები

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება საზოგადოებას, არჩვენების მედია ცენტრში გააცნეს. 

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ / 2016-10-07 22:33:36

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის / 2016-10-08 11:02:08

ახალი ამბები

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის / 2016-10-08 14:34:57

ახალი ამბები

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.