სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

ეროვნული იდენტობის ტყვეობაში / 2017-07-12 12:36:15

ბლოგი

ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში უკვე სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა ეთნიკური უპირატესობის წინა პლანზე წამოწევა. პერიოდულად, გარკვეული შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალები წარმატებით ახერხებენ ეროვნული იდენტობის უარყოფით ენერგიად ტრანსფორმირებას და მისით მანიპულირებას- საზოგადოების დაყოფას უმრავლესობად და უმცირესობად, "ჩვენ" და "სხვად".

საია პოლიტიკოსებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს / 2017-07-12 18:02:53

ახალი ამბები

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 ივლისს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს. დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ქრთამის აღებას.

საიას საჩივრის საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა / 2017-07-17 12:24:18

საიას წარმატებული საქმეები

2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. 2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა[1].

სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა სოციალურ სივრცეში / 2017-07-17 16:55:26

ახალი ამბები

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წერილი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოში / 2017-07-17 17:12:25

ახალი ამბები

17 ივლისი წარმოადგენს რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების დღეს. შესაბამისად, 17 ივლისი აღინიშნება როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე. მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

თბილისის მერიიდან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ტენდენცია გრძელდება / 2017-07-19 15:14:52

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგს,  რომელიც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის ეტაპზე შეფასდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციაშისაქალაქო სამსახურებსა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ()იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.

მუსლიმთა თემის დაფინანსების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს / 2017-07-19 16:14:12

ახალი ამბები

2017 წლის 20 ივლისს 11 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე თვლის, 

„Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ / 2017-07-20 11:35:19

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.

საიას განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით / 2017-07-20 14:22:39

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და მისის ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.  

საია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს / 2017-07-20 17:40:03

ახალი ამბები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნეგატიურად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ავტორობით შემუშავდა.