სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია / 2017-06-27 16:24:36

ახალი ამბები

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.

ფარულად შერჩეული მოსამართლეები / 2017-06-28 11:30:45

ბლოგი

ამონარიდი საბჭოს წევრის და უზენაესი სასამართლოს ყოფილიაწ უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლის გასაუბრებიდან:

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს / 2017-06-29 10:48:32

ახალი ამბები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა

საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები,[1] რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. 

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლები შესაძლოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღმა დარჩნენ / 2017-06-30 13:15:49

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი განიხილვას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რაც გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკადრო პოლიტიკის მარეგულირებელი ნორმების გავრცელების შეზღუდვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის წევრებზე, კერძოდ მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს / 2017-06-30 14:52:46

ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ / 2017-06-30 16:50:54

ახალი ამბები

30 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების  შექმნის შესახებ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულ შემადგენლობას მიმართავს / 2017-07-03 09:14:55

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს. 21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა. 

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად მეორედ შექმნილმა კომისიამ კვლავ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურა / 2017-07-03 15:48:32

ახალი ამბები

კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას არ აძლევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. / 2017-07-03 15:53:47

საიას წარმატებული საქმეები

საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს, ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ გავრცელებას. ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და თვლიდა, რომ უდანაშაულო იყო. პროცესების მსვლელობის დროს ბრალდებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულის გარდაცვალების გამო  სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, რასაც საია-ს ადვოკატი არ დაეთანხმა.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფემიციდის დანაშულებზე სამართლიანი მართლმსაჯულება / 2017-07-03 18:16:09

ახალი ამბები

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის (ქალის მკვლელობა გენდერის ნიშნით) შემთხვევას, რომელზეც მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა. კოალიციას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა ფუნდამენტურად  უნდა შეცვალონ გენდერული დანაშაულების მიმართ მიდგომა მათი ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით.