გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი ეტაპის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8.5 ქულა.
გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი ეტაპის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8.5 ქულა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა. საკითხი ეხებოდა სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე კანონმდებლობაში ამოქმედებულ ახალ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დამცავი ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს ოჯახის მიღმა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზეც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საიათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნის მოტივით ყველაზე ხშირად საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეთქვათ.
მიმდინარე წლის 4 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა კონფერენცია - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.“ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრდებული ძმის გარდაცვალების გამო დას აუნაზღაურდა მორალური ზიანი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 7 ივლისს, მედიას, კვლევა - „შპს „ნარიყალას საქმე“ წარუდგინა.
კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება, ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებულ გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.
საია-ს თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთაგან თანაშემწეებად შეირჩნენ შემდეგი პირები:
ირაკლი ხოფერიას სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მოწმე (გიორგი - გიგი ქათამაძე) არსებითად ცვლის თავის ჩვენებას. აღნიშნული მოწმე გამოძიებას, ირაკლი ხოფერიას მიერ მიცემულ ჩვენებას უდასტურებდა
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტროს) უარს და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.