სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა / 2010-07-24 12:42:23

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ:

1.    კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო;
2.    საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს;
3.    წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ;
4.    მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები, ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში;
5.    მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე;
6.    დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი;
7.    პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით;
8.    ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე;
9.    გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები;
10.    უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.

 

საიას დახმარებით არაკვალიფიციური საადვოკატო მომსახურების გამო ადვოკატს მოქალაქისთვის 620 აშშ დოლარის დაბრუნება დაეკისრა / 2010-07-23 12:48:39

ახალი ამბები

2009 წელს მოქალაქე მ.ს.-მ საკუთარ სახლზე 1996 წელს დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით აიყვანა ადვოკატი შ.შ. და საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 620 აშშ დოლარი.

ადვოკატმა განცხადება შეიტანა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც ყადაღა მოხსნილ იქნა. სააღსრულებო ფურცლის საჯარო რეესტრში წარდგენის მომენტში გაირკვა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის კანონის 35-ე მუხლის თანახმად,  1997 წლამდე რეგისტრირებული ყადაღები ავტომატურად გაუქმებული იყო და, შესაბამისად, ყადაღის გასაუქმებლად საჭირო აღარ იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

საიას დახმარებით 7 თვის მცირეწლოვანი ბავშვის მამას ალიმენტის სახით 350 ლარის გადახდა დაეკისრა / 2010-07-21 12:52:08

ახალი ამბები

საიამ საადვოკატო დახმარება გაუწია 7 თვის მცირეწლოვან,  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს, რომლის მამა, დ.ხ., დაბადებიდანვე არ ზრუნავდა შვილზე. ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი რაქიტი და საჭიროებდა ხანგრძლივ სამედიცინო დახმარებას.

სტიპენდია იურისტებისთვის / 2011-01-17 14:29:41

ახალი ამბები
ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”  აცხადებენ ერთწლიანი სტიპენდიის პროგრამას პრაქტიკოსი და ახალ კურსდამთავრებული იურისტებისთვის კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში.

საია მხარს უჭერს მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას / 2010-11-15 14:01:05

ახალი ამბები
16 ნოემბერს, 12:00 საათზე საია მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.

საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ მოდგომას მედია სფეროში პლურალისტური გარემოს შექმნის უზრუნველყოფისათვის.

საიამ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარადგინა / 2010-10-05 09:31:27

ახალი ამბები

2010 წლის 3 სექტემბერს პარლამენტის წევრების, ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძის და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ”. კანონპროექტი პრინციპების დონეზე გვთავაზობს პირადი მონაცემების დამუშავების საფუძვლებს.

იგი თანაბრად ეხება როგორც საჯარო დაწესებულებების, ისე კერძო პირების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

საიამ ჟურნალისტებთან ერთად მრგვალი მაგიდა გამართა / 2010-07-28 12:37:10

ახალი ამბები

27 ივლისს  საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და რეიოგული მედია-საშუალებების წარმომადგენლება და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე პრობლემატურად მიაჩნდათ.

საია ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკუთარ დასკვნას აქვეყნებს / 2010-07-29 07:07:17

ახალი ამბები

2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განეახლებინა მისი მიღების პროცესი.

საია 2 აგვისტოს მესტიაში მომხდარი ინციდენტის ობიექტურ შეფასებას ითხოვს / 2010-08-10 08:35:09

ახალი ამბები

2010 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირების თხოვნით მიმართა მესტიის მკვიდრმა, ალექსანდრე ხერგიანმა.

ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც მეხანძრეთა დაგვიანების გამო მესტიაში მისი მეზობლის სახლი ხანძრის გამო ბოლომდე დაიწვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მესტიის გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან. ხერგიანის განცხადებით, გოჩა ჭელიძე მას ‘ცეცხლში შეგდებით’ დაემუქრა, ხოლო მის ხანში შესულ დედას ცუცა გოშტელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუკრა, რის შედეგადაც მოხუცი წაბარბაცდა. ინციდენტის ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე ხერგიანის შვილი, დავით ხერგიანი. შელაპარაკების დროს გოჩა ჭელიძეს ადგილობრივი მცხოვრებელთაგან ერთ-ერთმა სახეში გაარტყა, თუმცა ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ გააკეთა ეს.

საია 14 აგვისტოს ბუშის ქუჩაზე დაკავებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებას ასაჩივრებს / 2010-08-17 06:22:03

ახალი ამბები
საია შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში ‘კოდექსი’) 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და შეეფარდათ ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. საიას იურისტი სასამართლოში იცავდა ორი პასუხისგებაში მიცემული პირის, შოთა დიღმელაშვილისა და ალეკო ჩიღვინიძის ინტერესებს.