2010 წლის 4 მაისს რეგიონული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მასში, თვითმხილველთა განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ (კახა) კვიციანი, და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მონაწილეობდნენ.
2010 წლის 21 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა # 55-ე საჯარო სკოლის მიმართ ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გატარება 2010 წლის 14 მაისს სკოლის სასადილოს გახსნისას, საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა წინსაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისათვის.
22 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო.
• პრობლემები დამკვირველების საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო, მობილური ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებითაც.
კერძოდ, დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს მე-7 ოლქის 46-ე უბანზე; მე-4 ოლქის 35-ე უბანზე; მე-10 ოლქის მე-17 უბანზე; მე-4 ოლქის 39-ე უბანზე;
კომისიამ მობილური ტელეფონების უბნის გარეთ დატოვება მოითხოვა მე-3 ოლქის 90-ე უბანზე; მე-6 ოლქის 123 უბანზე;
არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ჩარევის შედეგად პრობლემები მოგვიანებით აღმოიფხვრა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.