სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია / 2012-09-30 09:19:59

ახალი ამბები

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 30 სექტემბერს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  საია-ს სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში. 35  ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.

რეგიონებია:

1. აჭარა;

2. იმერეთი;

3. გურია;

კენჭისყრის დღე რეკომენდაციები მედიისათვის / 2012-09-30 13:34:09

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს კენჭისყრის დღის გაშუქების თაობაზე. მასალა მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42-2012 დადგენილების მიხედვით.

 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის / 2012-10-01 07:28:03

ახალი ამბები

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:

საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული;

116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე  უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია;

საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ;

საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევას წარმოადგენს;

მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.

მარკირებასთან დაკავშირებული ხარვეზები / 2012-10-01 09:27:35

ახალი ამბები

საიას დამკვირვებლების ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფიქსირდება მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემა. სითხე არამდგრადია და რამდენადაც საიას დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, ულტრაიისფერი დასხივებით, ხშირ შემთხვევაში, მარკირების კვალი არ ჩანს.

მარკირების სითხესთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

ულტრაიისფერი დასხივებით რამდენჯერმე გადამოწმების მიუხედავად, სითხის კვალი არ ფიქსირდება (საბურთალოს #91 უბანი, კრწანისის #24 უბანი);

სითხე არის უხარისხო და მხოლოდ ძლიერი შენჯღრევის შემდეგ ტოვებს კვალს (ნაძალადევი #55 უბანი; ბათუმი #8 უბანი);

სითხის კვალი არ ფიქსირდება ფრჩხილის ლაქზე (ქობულეთის #8; ნაძალადევი #41).

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 17:00 საათისთვის / 2012-10-01 14:17:23

ახალი ამბები

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში.

17:00 საათისთვის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც მობილიზებული არიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია. აღსანიშნავია, რომ საიას ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდება ბევრი მოქლაქე, რომელიც შეშფოთებულია ამ ფაქტით და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გამო მათ ეზღუდებათ საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ ამომრჩევლის ნების გამოვლენის ამგვარი კონტროლი და საშუალება მისცენ მოქალაქეებს, თავისუფლად დააფიქსირონ არჩევანი.

ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

· დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსიდა ბათუმში #23 და #58 საარჩევნო უბნებზე და საბურთალოს #21 საარჩევნო უბანზე;·

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები / 2012-09-30 16:26:44

ახალი ამბები

30 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს. „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი“ ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობების შესწავლის მიზნით საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ხორციელდება.


აღნიშნული პროექტის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესწავლა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი რეკომენდაციების მიწოდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებისა და მათდამი ნდობის ამაღლებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების სტატისტიკური კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი და რეპრეზენტატული სტატისტიკური შერჩევით გამოვლენილ 396 საარჩევნო უბანზე.


ორგანიზაციების მონაცემებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომები დროულად ჩატარდა, ასევე დროულად მოხდა კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. საუბნო კომისიების უმეტესობაში დაცული იყო საარჩევნო სიების გამოკვრის (96,7%) და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესის (79,7%) გამოკვრის ვალდებულება.

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის / 2012-10-01 17:43:16

ახალი ამბები

საიას აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 35 საარჩევნო ოლქში.

21:00 საათისთვის საბურთალოს #3 ოლქის #69 უბნის და კრწანისის #4 ოლქის #31 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება სპეციალური დანიშნული რაზმის მობილიზება.

უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს.

ასევე, უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:

კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში მე-16, 29-ე და 31-ე უბნების წინ შეინიშნება პოლიციის აქტიური კონცენტრირება. პოლიციის თანამშრომლები უბანზე გამოცხადებულ პირებს ეკითხებიან ვინაობას და უბანზე გამოცხადების მიზეზს;

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება / 2012-10-02 10:14:06

ახალი ამბები

საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი.

მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, დღის განმავლობაში პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. გამონაკლისი იყო ხაშურის #35 ოლქი, სადაც სპეციალური დანიშნულები რაზმი რამდენიმე უბანზე ჩაერია ხმის დათვლის პროცესში.

პროცედურული დარღვევები ძირითადად ფიქსირდებოდა კენჭისყრის პროცესის დროს. აღსანიშნავია:

მარკირების პროცედურის გაუმართაობა;

სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა;

საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები, განსაკუთრებულად კი საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა არ ყოფნა საარჩევნო სიაში;

განცხადება არჩევნების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით / 2012-10-04 08:19:13

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული.

საიას განცხადება ხაშურის #35 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით / 2012-10-04 12:03:06

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში.

ხაშურის #35  საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა განმარტებებით, დასტურდება რომ აღნიშნული უბნებზე  ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას. ამასთან, ხაშურის ოლქის რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.