ნაძალადევის #24 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა. კერძოდ, რეზონანსის კორესპონდენტებს სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის, „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს.