სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია სასჯელის დანიშვნის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გადახედვას ითხოვს / 2013-03-14 05:30:17

ახალი ამბები

საია საქართველოს პარლამენტს მიმართავს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპს ანაცვლებს სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი. საია მიესალმება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებას, თუმცა მიაჩნია, რომ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აუცილებლად საჭიროებს დახვეწას.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კონკურსი შეაჩერა / 2013-03-15 04:05:11

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას ეხმიანება / 2013-03-19 02:47:31

ახალი ამბები

სხავადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის - იმედო არჯევანიძის, მანანა ნატროშვილისა და მუხრან ბურჭულაძის გათავისუფლების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, ამ პირებს 2013 წლის 18 მარტს დილით სამსახურში მისვლისთანავე გამოუცხადეს, რომ ისინი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ მუშაობდნენ.  

საჯარო დისკუსია თემაზე „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“ / 2013-03-20 04:05:28

ახალი ამბები

2013 წლის 21 მარტს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“. 

კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი / 2013-03-21 02:08:14

ახალი ამბები

ბრალდებულს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის უფლება უნდა შეუნარჩუნდეს

ამა წლის 16 იანვარს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვის რეგულირებას. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვა ბრალდებულისათვის უფლების ნაცვლად (ისე როგორც ეს მოქმედ სისხლის სამართის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული) ვალდებულებას წარმოადგენდა, რამდენადაც მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის თანხმობის შემთხვევაში.  ამასთან, თანხმობის განუცხადებლობისას პროკურორს არ ევალებოდა საკუთარი პოზიციის დასაბუთება. კოალიციამ აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობის მიერ ის გამოთხოვილ იქნა პარლამენტიდან. აღნიშნულმა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ამის მიუხედავად, 2013 წლის 4 მარტს პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა საკითხზე, რაც შინაარსობრივად წინამორბედი დოკუმენტის ანალოგიურია. შესაბამისად, კოალიციის ყველა მოსაზრება, რომელიც პირველ კანონპროექტს უკავშირდებოდა, დღესაც ძალაშია. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ ეხმიანება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლებას / 2013-03-21 02:44:29

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის 19 მარტს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ დავით ჯანდიერის ოფიციალურ კომენტარზე (იხ. მიმაგრებული ფაილი) დაყრდნობით, განცხადებით გამოეხმაურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის  გათავისუფლების ფაქტს.  საიას მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ამ განცხადების გაკეთებისას უცნობი იყო  გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი.  

საია თბილისის მერს ღია წერილით მიმართავს / 2013-03-21 06:14:26

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მიმდინარე წლის  11 თებერვალს თბილისის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, საია ითხოვდა ინფორმაციას თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირისთვის - ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“, 2005 წლიდან - 2011 წლის 5 ივლისამდე ჯამში  367 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე. კერძოდ, თბილისის მერიას უნდა გაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ: 

საია სს ,,თბილავიამშენის” ყოფილ აქციონერებს საადვოკატო დახმარებას გაუწევს / 2013-03-22 03:15:46

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს სს ,,თამ თბილავიამშენის“ ყოფილ აქციონერებსა და შპს ,,თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს. აღნიშნულმა პირებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინეს სს ,,თამ თბილავიამშენის“ აქციათა 90%, რაშიც გადაიხადეს 67 მლნ.  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.  2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ.  უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.  

პასუხის პასუხი თბილისის მერიას / 2013-03-23 04:51:27

ახალი ამბები

საიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. წერილის ბოლოს მერია საიას ,,შეახსენებს", რომ თურმე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია / 2013-03-22 04:03:41

ახალი ამბები

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს.