სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია და EMC წულუკიძისა და ბახუნტარიძის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აკეთებენ / 2013-09-23 03:56:11

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივ განცხადებას აკეთებენ ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის დაკავების დროს პოლიციის მიერ სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დაკავებამდე რელიგიური ნიშნით მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტების თაობაზე.  

ივლისისა და აგვისტოს წარმატებული საქმეები / 2013-09-11 05:03:36

ახალი ამბები
საიას დახმარებით, სასამართლომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები  თანამდებობებზე აღადგინა   საიას თბილისის ოფისის ადვოკატი დახმარებას უწევდა ნ. ა-ს, ა. ს-ს და მ.ზ-ს. ისინი  დასაქმებულები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში”. ცენტრის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საფუძვლის განმარტების გარეშე, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნენ 2012 წლის 31 დეკემბერს. გათავისუფლებისას დამსაქმებელმა იხელმძღვანელა შრომის კოდექსის იმ ჩანაწერით (37-ე მუხლის "დ" ქვეპუნტი), რომლის განმარტებაც წლების განმავლობაში მუშაკების ინტერესების საზიანოდ ხდებოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა / 2013-09-12 10:27:44

ახალი ამბები

2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს  შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.

სასამართლოში გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი დაიცავს / 2013-09-17 08:04:43

ახალი ამბები

2013 წლის 6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს, უკვე მეორედ, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს. 

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 16 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე / 2013-09-16 06:05:40

ახალი ამბები

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:

კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)

სისხლის სამართალი; სამოქალაქო სამართალი; კონსტიტუციური სამართალი; საერთაშორისო სამართალი;

 

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში / 2013-09-16 06:06:55

ახალი ამბები

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

- იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები :   - შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ო რ ი  წევრისგან შემდგარ გუნდს; - გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

 

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში / 2013-09-16 06:10:46

ახალი ამბები

საკვირაო სკოლაში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან  პრაქტიკული      სამართლისა და სამოქალაქო განათლების  აქტუალურ საკითხებს.

სწავლის მსურველებმა 16  სექტემბრიდან  11  ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ორი „სიმართლე“ სარეზერვო ფონდების შესახებ / 2013-11-03 01:18:56

ახალი ამბები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ.

სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება / 2013-10-11 07:30:23

ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ევროპული ქვეყნების განვითარების ერთ-ერთ არსებით წინაპირობას წარმოადგენს. მოსახლეობასთან მაქსიმალურად ახლო მდგომი თვითმმართველი ორგანოები, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ტერიტორიული ერთეულები, ფინანსებითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები (თვითმმართველი ქალაქები და თვითმმართველი თემები) - წარმოადგენენ ქვეყნის შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების საძირკველს. საქართველოს სწორი განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედი ადგილობრივი თვითმმართველობის სრულყოფილი რეფორმის გატარებაა, რაც დაამკვიდრებს ევროპული ტიპის მმართველობას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ თანამეგობრობაში. 

საია თბილისის საკრებულოს 22 თანამშრომლის დაუსაბუთებლად გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება / 2013-11-07 03:02:58

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2013 წლის 7 ოქტომბერს მომართა ქალაქ თბილისის საკრებულოს ოცდაორმა ყოფილმა თანამშრომელმა. განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლდნენ  საკრებულოში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მოტივით და ითხოვეს  გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა. 

  საიამ შეისწავლა ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკრებულოდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მითითებულ პირთა გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა. ეს მოსაზრება შემდეგ გარემოებებს ემყარება: