2012 წლის 24 თებერვალს სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახელმწიფო ქონება. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ტელეკომპანიის მესაკუთრეების მიერ კუთვნილი წილების გასხვისების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი აღძრავდა ეჭვებს - ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დანაშაულებრივ შეთანხმებას წილების მესაკუთრეებს, მყიდველებსა და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადამცემ თანამდებობის პირებს შორის.