სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას განცხადება წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით / 2014-06-26 13:35:26

ახალი ამბები

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს სოლიდარობას წამების მსხვერპლთა მიმართ და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ეფექტური ნაბიჯები მსხვერპლთა უფლებების აღდგენისა, წამების ეფექტური პრევენციისა და დამნაშავეთა გასამართლების მიზნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით / 2014-06-27 15:42:20

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სრულიად საქართველოს ულოცავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა წარმოადგენს იმ ხელშესახები პროგრესის აღიარებას, რასაც საქართველომ,  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიისაკენ სწრაფვის გზაზე;

საია 29 ივნისს განმეორებით კენჭისყრას აკვირდება / 2014-06-29 08:32:30

ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება. 

ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებიან მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე, დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნებზე, ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანზე,  ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნებზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანზე, ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანზე, ასევე ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანზე.

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის / 2014-06-29 15:04:18

ახალი ამბები
15:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 
 
უბნის არასათანადოდ მოწყობა

ზუგდიდის N32-ე უბნის გახსნისას, დაახლოებით 7:30-ზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისია არ იყო სათანადო წესით აღჭურვილი. კერძოდ,  კომისიას არ ჰქონდა ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქები, რომლითაც კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დაწყებამდე ძირითადი და გადასატანი ყუთები უნდა დაელუქა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩვეულებრივი ქაღალდით დალუქა ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები. საუბნო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ მათ დაეკარგათ ლუქები.ას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 

საიას პრეზენტაცია-დისკუსია: „მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი“ / 2014-06-30 10:30:13

ახალი ამბები

30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და   მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია.  კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი  ჩატარდა პროექტის “საქართველოსა  და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა”  ფარგლებში. კვლევის პრიორიტებების განსაზღვრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღის შეფასება / 2014-06-30 11:00:48

ახალი ამბები

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართა / 2014-06-30 16:35:45

ახალი ამბები

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ( ვაკის 61-ე, მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე  80-ე, 36-ე  და საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე უბანი) დააფიქსირეს გარკველ პირთა ჯგუფების მობილიზება, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით,  უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ / 2014-07-03 17:45:14

ახალი ამბები

დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში,  საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთაშორის საჩივარზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება გამოცხადდა.

საიას განცხადება გიორგი უგულვას საქმესთან დაკავშირებით / 2014-07-04 16:27:05

ახალი ამბები

დანაშაულის გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცავ ორგანოთა უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ნებისმიერი პირის უფლება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს.

საიას ივნისის თვის წარმატებული საქმეები / 2014-07-07 11:03:25

ახალი ამბები

სასამართლომ  ხონის საკრებულოს  თავმჯდომარე  უდანაშაულოდ  ცნო და მის  მიმართ  გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გ.გ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.