სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით / 2015-07-09 14:44:18

ახალი ამბები

საიამ საქართველოს პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში’’ და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ სამართალდამცავი სისტემის რეალური რეფორმა ჩაატაროს / 2015-07-13 12:52:02

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ყოველთვის იყო კრიტიკის საგანი. სამინისტროს საფუძვლიანი რეფორმა და დეპოლიტიზაცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. 2015 წლის დასაწყისში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს რეფორმის დაწყება დაანონსა. რეფორმის ფარგლებში მთავრობამ ახალი კანონის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ პროექტი მოამზადა, რომელიც 50-მდე სხვა კანონში ითვალისწინებდა ცვლილებებს. 

 

საიას მოსაზრებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და თანმდევ ცვლილებებთან დაკავშირებით / 2015-07-09 16:44:53

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ავტორს - საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგინა.

საია „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტს“ ეხმიანება / 2015-07-09 17:48:59

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტთან“ დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით / 2015-07-10 13:00:18

ახალი ამბები

შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 4 ივლისს, ტელეჟურნალისტებთან საუბრისას, მინისტრმა უარყო სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ქალ მსჯავრდებულთა სრული შემოწმების ფორმით გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების თაობაზე და იქვე შენიშნა, რომ „ბატონი უჩა გვაოცებს ხოლმე თავისი ნოვაციური აღმოჩენებით“. 

 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას მასპინძლობს / 2015-07-14 12:52:15

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 14 ივლისს, 10:30-ზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას მასპინძლობს. შეხვედრა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას განიხილონ კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახლახანს წარადგინა პარლამენტში.

საია გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გაფართოებას და სახელმწიფოს ყველა შესაძლო ეფექტური ზომის მიღებისკენ მოუწოდებს / 2015-07-14 15:43:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ზოლის გაფართოების მორიგ ფაქტს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის  11 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ორჭოსანში ე.წ. გამყოფმა ხაზმა 300 მეტრით, ხოლო წითელუბანი-ხურვალეთის ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრ ნახევრით გადმოიწია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველად მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი. 

საიამ კვლევის „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ პრეზენტაცია გამართა / 2015-07-15 12:00:00

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 15 ივლისს, საზოგადოებას საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული ახალი კვლევა- „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ წარუდგინა. საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.

კოალიციის განცხადება პროკურატურის რეფორმაზე ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით / 2015-07-16 12:43:13

ახალი ამბები

ამა წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია / 2015-06-16 12:00:00

ახალი ამბები

 16 ივნისს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რიგაში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების პირველადი მიგნებები და პროექტის ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები წარადგინეს.