სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

“სიცოცხლის სიგნალი” / 2006-03-15 20:00:00

ახალი ამბები

მიეცი “სიცოცხლის სიგნალი”!

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოგიწოდებთ ხუთშაბათს, 

 16 მარტს, 18.00 საათზე 

მისცეთ “სიცოცხლის სიგნალი”!

 კოალიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ხუთშაბათს, 18.00 საათზე მისცეს ავტომობილებიდან “სიცოცხლის სიგნალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ!

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ / 2006-03-16 20:00:00

ახალი ამბები

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ

17 მარტს, 12.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის სახელწოდება იყო -  “ენი იცოცხლე აფრთხეშია!"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოს ღობეს აქციის მონაწილეებმა შავი ლენტები შეაბეს და გამოაკრეს შავი პლაკატი წარწერით “ენი იცოცხლეაფრთხეშია!"

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღემდე არ ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ მკვლელობის შემკვეთები და დაისაჯონ. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანთა საჯარო დაკითხვა, რომლებიც 27 იანვარს ბარ შარდენში იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ისინი დღეს, 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.  

სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში / 2012-11-20 20:49:43

ახალი ამბები
საია 2004 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამ საქმიანობაში საია-ს სტრატეგიული პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი / 2012-11-20 20:52:38

ახალი ამბები
ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის ნოემბერში დაარსდა.
2011 წლის თებერვლიდან   პროექტი ხორციელდება IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში. 
პროექტში ჩართულია საიას შვიდი ოფისი  (თბილისი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, გორი, ოზურგეთი, აჭარა).

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში / 2012-11-20 21:00:24

ახალი ამბები

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა დღემდე რჩება საიას საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. Aამ მხრივ აქტიურ საქმიანობს საია 2011 წელში პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართვლოში” ფარგლებში აგრძელებდა. პროექტი დაფინანსებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) მიერ. პროექტში ჩართული იყო, როგორც საიას ცენტრალური ოფისი, ასევე ქუთაისის და აჭარის ფილიალები.

საარჩევნო პროექტები / 2012-11-20 21:04:07

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან, 1994 წლიდან, აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი  ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. არჩევნებზე დაკვირვებისას საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას.

პროექტის სახელწოდება: სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობა საქართველოში / 2012-11-20 21:09:43

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ. პროექტის ხანგრძლივობა 06.12.2010 – 30.09.2014

ოჯახში ძალადობა / 2012-11-20 21:15:32

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ამჟამად მიმდინარეობს პროექტი ”სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლბების დაცვის სფეროში”, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სპეციალური უნარჩვევების განვითარება და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. პროექტი ხორციელდება ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” და ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ADRA”-თან ერთად. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

იურიდიული განათლება / 2012-11-20 21:17:48

ახალი ამბები

საიას იურიდიული განათლების პროგრამა იმდენივე წელს ითვლის რამდენასაც თვით ორგანიზაციის ისტორია.  90-იანი წლების დასაწყისში, როცა საია დაფუძნდა და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქვეყანაში საგანამანათლებლო სისტემა მოშლილი იყო. ახალგაზრდები  უმაღლესი  სასწავლების დამთავრების შემდეგ რჩებოდნენ „ფარატინა ქაღალდის“ - დიპლომის ამარა და პრაქტიკული მუშაობისათვის არ გააჩნდათ არავითარი უნარ-ჩვევები. ქვეყანა კი ამ დროს ინსტიტუციური რეფორმების პროცესში იყო გახვეული და დღითიდღე პრობლემური ხდებოდა კვალიფიციური იურისტების პოვნა.

კანონშემოქმედება / 2012-11-20 21:32:57

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საწესდებო მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას საკანონმდებლო პროცესში მისი აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. საია წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს კანონშემოქმედებითი პროცესის მონიტორინგს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს პარლამენტში ინიცირებულ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით და წარადგენს ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებებს, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს საკომიტეტო მოსმენებისას.