29/12/2010, თბილისი, საქართველო
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ბელორუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.
2010 წლის 19 დეკემბერს ბელორუსის ათასობით მოქალაქე შეიკრიბა მინსკში, ოქტომბრის მოედანზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოსახატად. შედგომში მათ გადაინაცვლეს დამოუკიდებლობის მოედანზე. ,,საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით:
,,პარლამენტის შენობის შესასვლელთან მცირე ჯგუფად იდგა ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი. სახე შარფებით ჰქონდათ დაფარული. მათ დემონსტრანტებს მოუწოდეს შენობა შტურმით აეღოთ. თავად დალეწეს ფანჯრები და ჩამოიღეს კარი. ამის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა მთელი დემონსტრაცია დაარბია.