სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას კვლევის „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია / 2012-12-21 06:41:40

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა სერია დახურა კვლევის პრეზენტაციით - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიკვეთა თვალშისაცემი ტენდენცია-ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში შესამჩნევად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა, ახლავს თუ არა ამ საქმეთა წარმოებას პოლიტიკური მოტივი. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება / 2012-12-24 23:13:19

ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება  2014 წლის 30 ნოემბრის XXI საერთო კრების მიერ დამტკიცებული ცვლილებებით

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს / 2012-12-26 03:44:05

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს.

საიამ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა / 2012-12-27 03:05:07

ახალი ამბები

2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლვევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშნვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხებოდა.

საია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამოძიებას მოითხოვს / 2012-12-28 03:12:14

ახალი ამბები

დღეს საია-მ საქართველოს მთავარ პროკურორთან განცხადება წარადგინა და 2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამოუკიდებელი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების და თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვითარების თაობაზე / 2012-12-28 04:56:42

ახალი ამბები

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თვითმმართველობის  რეფორმა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. 

  ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა.  სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფოში, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა "მრგვალი მაგიდის", "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს.

 

საია ეხმაურება პარლამენტში განსახილველ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე / 2012-12-28 08:58:32

ახალი ამბები

ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ კანონის მიღების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტების განხილვა და მიღება გამჭვირვალობის სტანდარტების დარღვევით და დაინტერესებული პირების არასათანადო ჩართულობის პირობებში მიმდინარეობს, რასაც საია 20 დეკემბერს გავრცელებული საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მხოლოდ სამშაბათს იქნა მიღებული. 
 

საია თბილისის მერიის განცხადებას პასუხობს / 2012-12-29 01:40:33

ახალი ამბები
საიას პრესკონფერენციის პასუხად, თბილისის მერიის მიერ, თბილისის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების შემდეგ, საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას დამატებით  მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ლაივსტრიმი / 2013-03-14 05:01:52

ახალი ამბები

საია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2010-2012 წწ. თანხების ხარჯვის თაობაზე განცხადებას ავრცელებს / 2013-01-25 04:57:44

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო წლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვა ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სფეროს წარმოადგენდა. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ფონდებიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მხოლოდ ხანგრძლივი სასამართლო დავების შედეგად ხდებოდა ხელმისაწვდომი. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი.