სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება / 2013-02-08 05:15:13

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. როგორც გუშინ, 7 თებერვალს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტებიდან გახდა ცნობილი, „საქართველოს პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გადაიდო. პრეზიდენტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება მიეცემა, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.“

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება / 2013-02-08 11:08:55

ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ გმობენ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს.

საიამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა / 2013-02-11 04:44:58

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2013 წლის 11 თებერვალს გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს (წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვება საიამ გაცილებით ადრე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და     წინასაარჩევნო გარემო ორ შუალედურ ანგარიშში შეაფასა). 

 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს / 2013-02-12 08:40:13

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგი ხორციელდებოდა თუ რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მოსამართლეთა დანიშვნა, მივლინება, დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს საქმიანობა.

 

დეკემბერი - იანვრის თვის წარმატებული საქმეები / 2013-02-14 09:23:14

ახალი ამბები

1. საიას დახმარებით მოქალაქემ ფულადი კომპენსაცია მიიღო
საიას ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თ.ლ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თ.ლ. „საქარველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა  სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ.ლ-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 500 ლარის ოდენობით. 

საია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს / 2013-02-15 02:33:59

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კიდევ ერთხელ ეხმიანებიან არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამენ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების ასდღიანი საქმიანობა შეაფასეს / 2013-02-18 07:30:13

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2013 წლის 18 თებერვალს, კონფერენცია გამართეს თემაზე: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 2013 წლის 19 თებერვალს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით / 2013-02-20 02:56:51

ახალი ამბები

ტელეკომპანია „რუსთავი- 2“-მა და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიებმა, გაავრცელეს 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა.  

მიგვაჩნია, რომ გავრცელებული სიუჟეტით „რუსთავი-2“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ტელეკომპანიამ  ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები. 

მიმართვა წამების მსხვერპლი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი / 2013-02-20 06:12:07

ახალი ამბები

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიებისა, რაც გახდებოდა  საქართველოს ციხეებში ძალადობის პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობა. ამ მოლოდინს ამყარებდა ხელისუფლებისა და მთავრობის მტკიცე დაპირებები ამგვარი გამოძიების დაწყების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი რჩება როგორც გამოძიების მიმდინარეობის ინტენსიურობა, ასევე მისი შედეგობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, 2013 წლის 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისათვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 

საია "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის სასამართლო პრაქტიკაში არასწორ გამოყენებას ეხმიანება / 2013-02-27 06:31:17

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გამოხატა ჰუმანური  დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ან რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა.