სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ / 2014-07-08 19:10:38

ახალი ამბები

 მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა

საიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართა / 2014-07-08 18:07:20

ახალი ამბები

საია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართავს ქართული ოცნების ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე და სათანადო რეაგირებას ითხოვს.

ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების საქმეზე საია სააპელაციო სასამართლოსა და მთავარ პროკურორს მიმართავს / 2014-07-09 17:48:15

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათი დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაკავებული პირების უფლებების დარღვევის თაობაზე.

საიას სადამკვირვებლო მისია / 2014-07-11 14:03:39

ახალი ამბები

 საია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების  მეორე ტურს თბილისსა და  13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. 

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.  ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
 

საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხზე ახალციხეში შეხვედრა გამართა / 2014-07-11 14:49:14

ახალი ამბები

 2014 წლის 10 ივლისს საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში  მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საიას პარტნიორი ორგანიზაციის - სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის / 2014-07-12 09:38:11

ახალი ამბები

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, პირველი ამომრჩევლის მისაღებად დროულად იყო მზად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 

 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 16:00 საათისთვის / 2014-07-12 16:39:40

ახალი ამბები

დღის 16:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

 
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები ცალკეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.  ასევე დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევებიც: 
საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:30 საათისთვის / 2014-07-12 21:40:16

ახალი ამბები

 20:30 საათისთვის საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას.

 
ხმის მიცემის პროცესი უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათისათვის დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. აღნიშნული დროისათვის დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები, ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტები, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის მცდელობის ფაქტი და სხვა დარღევევები. 

მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასება / 2014-07-13 10:36:05

ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში 400- მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.

 
მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში. 
 
საარჩევნო ადმინისტრაცია უმრავლეს შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ. 
 

საიას განცხადება საიხან მუზაევის საქმესთან დაკავშირებით / 2014-07-15 13:06:38

ახალი ამბები

საია იცავს საიხან მუზაევის ინტერესებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს.