სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თბილისის მერიაში დასაქმებული პირების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ / 2014-10-09 13:00:00

ახალი ამბები

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის მერიის თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხს. აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენ კვლავ მოგვმართეს მერიაში დასაქმებულმა პირებმა. ისინი აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, მსგავს უკანონო ქმედებებში სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე მათთვის უცნობი პირი (მათივე ვარაუდით პოლიციის თანამშრომელი), მონაწილეობდა.

საიას სარჩელების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ ქმედუუნარობის მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო / 2014-10-09 10:46:38

ახალი ამბები

2014 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2011 და 2012 წლებში საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სასარჩელო მოთხოვნები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქმედუუნარობის არსებული მოდელი არაკონსტიტუციურად სცნო. 

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს / 2014-10-10 10:15:48

ახალი ამბები

  

საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ  გიორგი მარგველაშვილს

 
საქართველოს  პრემიერ-მინისტრს
ბატონ  ირაკლი ღარიბაშვილს
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ   დავით უსუფაშვილს
 
 
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ აძლევს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობას და უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლებას.

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს წინაშე პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა / 2014-10-14 10:42:17

ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრის საფუძველზე, სახელმწიფომ  პაციენტის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად საქმეში „ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N67813/11), გიორგი ძებნიაურს არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო მკურნალობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. დანაშაულის გამო ექიმების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

პრეზენტაცია-დისკუსია: „დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები / 2014-10-16 10:42:09

ახალი ამბები

2014 წლის 16 ოქტომბერს  10:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები". 

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა შედეგები და გასაუბრება / 2014-10-17 10:46:48

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

საიას განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის შემაშფოთებელ მასშტაბებეთან დაკავშირებით / 2014-10-17 21:36:40

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები და ფორმები შეიძინა. ქალთა მიმართ ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც არც კულტურული, არც რელიგიური თუ სხვა მოტივებით გამართლება არ გააჩნია. დღეს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი ქალის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.  

საიას განცხადება N7 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების მდგომარეობასთან დაკავშირებით / 2014-10-21 10:55:20

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ერთობლივი განცხადებით მომართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: ა.ს.-მ, რ.ბ.-მ, მ.გ.-მ, გ.ჩ.-მ და ტუბერკულოზით დაავადებული მსჯავრდებულის ბ.პ.-ს დედამ. სახელმწიფოსგან ადამიანური ღირსების შესაფერისი პატიმრობის პირობებით უზრუნველყოფის მოთხოვნით აღნიშნული მსჯავრდებულები შიმშილობენ 2014 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე.

განცხადება მოხეში მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე / 2014-10-23 15:23:19

ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას, ბოლო პერიოდში, აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.


საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააკნინოს სახელმწიფო ინსტიტუტების როლი / 2014-10-24 17:14:18

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე დისკუსიასა და გაურკვევლობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება 28 ოქტომბრისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ. ამის მიზეზი გახდა ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გეგმავს. მოგვიანებით, 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღორეზოლუცია და დაგმო რუსეთის მცდელობა „მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია.“