საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კვლევის ,,საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები“ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ კვლევის ,,საქართველოს შრომის კანონმდებლობის ანალიზი - დასაქმების ადგილზე სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და მისი სამართლებრივი შედეგები“ პრეზენტაცია გამართეს.
2014 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მისგან გამომდინარე „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საიას დახმარებით ნ.ლ.-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარდა. პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და წაყენებულ ბრალდებებს თავდაცვის მინისტრისგან მოყვა პროკურატურის პირდაპირი დადანაშაულება მიზანმიმართულ დევნასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის განზრახ შეფერხებაში. ამის გამო პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ვასილ ლომსაძეს ინტერესებს, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა სცემეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1 აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველო“-ს ულოცავს დაფუძნების 20 წლის იუბილეს. დასაფასებელია ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რაც ფონდმა დაფუძნების დროიდან დღემდე შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად, კანონის უზენაესობის პრინციპის და ლიბერალური ღირებულებების დასამკვიდრებლად ფონდის მიერ დაფინანსებული თუ უშუალოდ განხორციელებული არაერთი პროექტი არის ფონდის წარმატებული საქმიანობის უტყუარი დასტური.
წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2015-2019 წლის სტრატეგიას (პროექტს), რომელიც უნდა დამტკიცდეს 2014 წლის 30 ნოემბრის საიას წვერთა საერთო კრების მიერ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD აცხადებს კონკურსს შემდეგი თემატიკის ვიდეო რგოლების მომზადებაზე: