საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთხელ გამოეხმაურა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მოხელეების გათავისუფლებების საკითხს. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე ატესტაციის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების/კანდიდატების განსხვავებას და დისკრიმინაციული საფუძვლით გადაწყვეტილების მიღებას.