2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა.
2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა.
2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს უკრაინიდან დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც მისი განცხადებით, აჭარის შსს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიმდინარე წელს წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის შექმნის მიზნით. ასევე, დამტკიცდა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის პრაქტიკაში ეფექტურმა რეალიზებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტების ამაღლებას. თუმცა, წარმატებების პარალელურად კვლავაც რჩება არაერთი გამოწვევა, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ხელისფლებამ.
მოძალადეებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ
2014 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოკლედ შეაფასა გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.
მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია - “RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. სამუშაოების განახლების საფუძვლად კომპანიამ, 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #03/226 და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის #2/271 ბრძანებები მიუთითა. კომპანიის მხრიდან სამინისტროს და სააგენტოს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებამ პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენა მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა.
2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. დაკავების მიზეზი გახდა გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღის გადატანა ხელოსანთან შსს-ს მომსახურების სააგენტოდან აღებული ნებართვის გარეშე. შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა, მოგვიანებით, გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.