სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

პეტიცია - საყდრისი-ყაჩაღიანის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ / 2014-12-18 15:33:33

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს
 
ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან განვითარებული მოვლენების სრული და ობიექტური შესწავლა. ამ პროცესში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სახით.

საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს / 2014-12-24 12:00:00

ახალი ამბები

2014 წლის 23 დეკემბრს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით  საიას ახალ თავმჯდომარედ ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ანა ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარეა.  საიას წესდების თანახმად თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.

განცხადება ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით / 2014-12-25 14:19:03

ახალი ამბები

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე არღვევს „მაესტროში“ დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს. 

საიას დეკემბრის თვის წარმატებული საქმეები / 2015-01-07 14:13:10

ახალი ამბები

საიას დახმარებით მ.ბ.-მ შეძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება

 
საიას თბილისის ოფისი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მ.ბ. -ს ინტერესებს. 2005 წელს სასამართლომ მ.ბ.-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დააკისრა მიყენებეული ზიანის ანაზღაურება. გადაწყვეტილება წლების განმავლობაში არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ სრულდებოდა, იმ მიზეზით რომ მოპასუხის სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. მოგვიანებით მ.ბ.-თვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, თუმცა თავი აარიდა ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მთელი სამკვიდრო მოწმობა მისი განცხადების საფუძველზე გაიცა მხოლოდ მის დედაზე. 

საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა / 2015-01-12 11:30:00

ახალი ამბები

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შპს "RMG Gold"-მა არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოება განაახლა. აღნიშნული სამუშაოების განახლება წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება "RMG Gold"-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ამ დრომდე შეჩერებული აქვს.

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით / 2015-01-12 14:25:20

ახალი ამბები

კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სურს გამოეხმაუროს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში უკვე არსებობს მზარდი ინტერესი. როგორც ცნობილია, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება. 

რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით / 2015-01-14 16:34:55

ახალი ამბები

მიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს  არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.

საია შსს-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2015-01-15 12:36:33

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის #271-ე ბრძანების მე-15 მუხლის თანახმად, ნებისმიერი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში ელექტრონული ფორმით ინახება უვადოდ. მინისტრის ბრძანება ერთმანეთისაგან არ განასხვავებს სხვადასხვა საშიშროების შემცველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არ ითვალისწინებს უმნიშვნელო ხასიათის გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის ვალდებულებას, მას შემდეგ რაც მოხდება დაკისრებული ჯარიმის გადახდა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის შემცირების ინიციატივას / 2015-01-21 19:19:11

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების მანანა კობახიძის, დავით საგანელიძის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და პაატა კიკნაველიძის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, უქმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის 31 ნაწილი. შესაბამისად კანონის მიღების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლოები აღარ განიხილავენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და აგრეთვე იმ პირთა საქმეებს, რომელთაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაზე  აღნიშნულ პირთან ერთად.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ევროპის უმსხვილესი ორგანიზაციის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით / 2015-01-16 14:28:36

ახალი ამბები

2015 წლის 14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ - ,,ევროპა ნოსტრამ’’ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.