სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერთა დაკავების და მათთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე / 2015-10-06 14:43:03

ახალი ამბები

 ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს, რისი მიზეზიც ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატისათვის, დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა. დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ადგილსამყოფელი სამი საათის განმავლობაში უცნობი იყო და იგი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსთავი 2-მა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ / 2015-10-08 10:29:32

ახალი ამბები

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობოორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოსმოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულმდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონისუზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებებისპატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლისსაპარლამენტო არჩევნებისთვის.უნდა აღინიშნოს, რომ  2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულმონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში,საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანისუფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავიაასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდასაქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით / 2015-10-23 10:01:10

ახალი ამბები

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.  

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა აღიარა / 2015-10-09 12:26:40

ახალი ამბები

2012 წლის 17 ივლისს ცოტნე გამსახურდიამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მომჩივნის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარიგამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი შეეხებოდა მომჩივნის, . გამსახურდიას მსჯავრდებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების თანამშრომელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას, თუმცა, ეროვნულმა სასამართლოებმა აღნიშნული განცხადება შეფასების მიღმა დატოვეს. საია ევროპულ სასამართლოში მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევის დადგენას მოითხოვდა.

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა / 2015-10-09 12:38:22

ახალი ამბები

2009 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანაშრომლობით, 2009 წლის 15 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილე ათი პირის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. 2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი  ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინებარომელიც სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საჩივარი „ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.საჩივარი ეხება 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენულ იქნა არაპროპორციული ძალა. პოლიციელების მხრიდან მომჩივანთა ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა ასევე მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აქციაზე დაკავებული პირები  მიიყვანეს. აღნიშნულის შედეგად, მომჩივნების ნაწილმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები უნდობლობას უცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს / 2015-10-19 09:47:16

ახალი ამბები

 

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა დადგინდეს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა. სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასასაბჭოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი წესის არარსებობის და მისი გამოყენების აუცილებლობის არასათანადო დასაბუთების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურის დაწყების შესახებ.

წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან / 2015-10-20 15:37:17

ახალი ამბები

 გვსურს, გამოვეხმაუროთ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების, ასევე, აღნიშნული ვიდეოების თბილისსა და ზუგდიდში საჯარო ჩვენების ფაქტებს.  როგორც ცნობილია, ა. წ. 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში სამალავებში ნაპოვნი ვიდეო მასალაა, რომლის აღმოჩენის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ ისინი დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. 

  პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ბევრი გახმაურებული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. „ციხის კადრები”, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება ახდენდა. ასევე, სრულად იყო იგნორირებული სახალხო დამცველის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული დანაშაულის სისტემურობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს.  

დაპირისპირების ფაქტები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე / 2015-10-31 18:54:42

ახალი ამბები

  საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტს ჰქონდა ადგილი საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა.დღის განმავლობაში ასევე სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა. მართალია ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას.

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 11:00 საათისთვის / 2015-10-31 11:30:00

ახალი ამბები

 

 საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაცია2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული სისტემით გასამართ შუალედურ არჩევნებს აკვირდება.დილის 11:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზადპირველი ამომრჩევლის მისაღებად. უმეტეს შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, რეაგირებენ  საიას დამკვირებლების შენიშვნებზე, რის გამოც საიას წარმომადგენლები საჩივრებს აღარწერენ.ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის / 2015-10-31 20:22:44

ახალი ამბები

შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა მთელი რიგი მიმართულებებით. მაგალითად, 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა . სპეც უბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის სათანადოდ რეგულირებისაკენ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირების, ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების, ხმებით შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით