მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა.
2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.
საია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია თავისუფალი მედია გარემოს განვითარება საქართველოში. პროექტის ფარგლებში საია სისტემურად შეისწავლის ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტებს და შეაფასებს მათზე სახელმწიფოს რეაგირებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საია გაუწევს სამართლებრივ დახმარებას ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს.
2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრების (კ. თედლიაშვილის მშობლები და არასრულწლოვანი შვილი) სახელით საჩივრით „თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
საჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე.
განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:
ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა.