საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ავტორი და ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ავტორი და ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
კოალიციის შეფასებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით შემოდის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, უარესდება დაცვის მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და ზოგადად, საფრთხე ექმნება მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წესის ამოქმედება მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის, მათ შორისაა:
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი.
ჩვენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით
კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის.
საიას თბილისის ოფისი იცავდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს. მის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წელს დაიწყო დევნა ქ. თბილისის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. ბ.მ-ს ბრალი წარედგინა რამოდენიმე მუხლის, მათ შორის ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ქრთამის მიცემის მცდელობის საფუძველზე.
კოალიცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. აღნიშნული განცხადებები გაჯერებულია ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ აქვს სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლოა მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობასაც წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეების მიმართ.
015 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის თვალსაზრისით. კონკრეტული საქმეებისა და ტენდენციების პარალელურად, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებს, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ვერ იქნა მიღწეული უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტების - შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს - პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.