სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმას ეხმაურებიან / 2015-12-13 00:01:43

ახალი ამბები

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

საია - საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ, ბევრი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია / 2015-12-13 11:49:18

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე უკანონო აფეთქება განახორციელა. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება / 2015-12-16 15:03:30

ახალი ამბები

2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც  ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.

საია ახალ მედია პროექტს იწყებს / 2015-12-17 16:44:47

ახალი ამბები

საია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია თავისუფალი მედია გარემოს განვითარება საქართველოში. პროექტის ფარგლებში საია სისტემურად შეისწავლის ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების საქმიანობაში ჩარევისა და  ხელშეშლის ფაქტებს და შეაფასებს მათზე სახელმწიფოს რეაგირებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საია გაუწევს სამართლებრივ დახმარებას ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს.

საიას საჩივრის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე პატიმარ კ. თედლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების არაეფექტურობა აღიარა / 2015-12-18 11:04:23

ახალი ამბები

2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC)  კახაბერ თედლიაშვილის ოჯახის წევრების (კ. თედლიაშვილის მშობლები და არასრულწლოვანი შვილი) სახელით საჩივრით „თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე ვართაზარ ეგიაზარიანის წინააღმდეგ სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა / 2015-12-18 11:16:07

ახალი ამბები

საჩივარი ეხება „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მოვლენებს. 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელი ხელისუფლების მეთაურის, ასლან აბაშიძის ბრძანებით, დაინაღმა აჭარის შესასვლელთან მდებარე ჩოლოქის ხიდი, ნაღმები ასევე განთავსდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხმაურებიან / 2015-12-18 13:11:33

ახალი ამბები

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოითხოვს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას / 2015-12-21 13:37:53

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ყურადღებით აკვირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საერთო სასამართლოებში მოსამართლის 61 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცესს. გვსურს შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც კანდიდატებთან გასაუბრებების დროს გამოიკვეთა. აღნიშნული ხარვეზები ერთი მხრივ, ნდობას უკარგავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მეორე მხრივ, აჩენს სერიოზულ კითხვებს პროცესის ობიექტურობასა და აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით.

საიამ „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“ კვლევის პრეზენტაცია გამართა / 2015-12-22 15:59:25

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 22 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე“. კვლევამ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები გამოკვეთა:

საიას განცხადება ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით / 2015-12-29 13:10:08

ახალი ამბები

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა.