სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საიას და ტფილისის ჰამქარის ერთობლივი განცხადება თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით / 2016-04-28 13:56:37

ახალი ამბები

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, შპს „ფინსერვისი XXI”-ს 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც კომპანიასა და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა მოხდა.   

არასამთავრობოები გადაცემაში „პოლიტიკა“ ლევან მურუსიძის მიწვევას ეხმაურებიან / 2016-04-28 16:42:31

ახალი ამბები

ვეხმიანებით ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვაიბერ მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკა”-ს გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმოწერა ავთენტურია, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს. ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. ასევე, მიმოწერიდან ირკვევა, რომ გადაცემის ორგანიზებაში ჩართულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, რომელსაც ამ მიზნით კომუნიკაცია აქვს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორთან, აწვდის მას კონკრეტული მოსამართლეების გვარებს, რომელთა გადაცემაში მიწვევაც არის მიზანშეწონილი.

 

საია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დისკრიმინაციული დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2016-05-04 11:03:33

ახალი ამბები

საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. 

საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა (2016-2018 საარჩევნო ციკლი) / 2016-05-04 12:13:30

დასრულებული

მიზანი: კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში

 

ახალგაზრდა იურისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის / 2016-05-04 12:22:39

დასრულებული

პროექტის სახელწოდება: ახალგაზრდა იურისტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის

ხანგრძლივობა: აპრილი 2016 წელი - ოქტომბერი 2016 წელი

საიას აპრილის თვის წარმატებული საქმეები / 2016-05-05 12:29:29

საიას წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მოქალაქე  გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც მას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესების დარღვევისათვის დაეკისრა.

ცხელი პური და სიყვარული / 2016-05-09 00:29:15

ბლოგი

აღმაშენებლის ჩაყოლებაზე, ერთმანეთზე მიწყობილი ჭრელა-ჭრულა მაღაზიებია და სულ ბევრი ხალხი ირევა. ამ პატარა მწკრივის წინ, პასტერის მოსახვევიდან მაკდონალდსამდე  რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით 6 ადამიანი ხურდას ითხოვს, სხვადასხვა კუთხეში შეყუჟული. 

საია უმაღლესი განათლების კანონის იმ ნორმას, რაც სტუდენტურ თვითმმართველობას პრივილეგიებს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს / 2016-05-09 13:14:08

ახალი ამბები

2016 წლის 9 მაისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაიმართა საიას და აუდიტორია 115-ის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია, რომლის მონაწილეებმა საზოგადოებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი კონსტიტუციური სარჩელის  თაობაზე. აუდიტორია 115-ის 7 წევრი მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. საია იცავს აუდიტორია 115-ის წვერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

დაბრუნებამდე / 2016-05-11 10:45:55

ბლოგი, სულხან სალაძე

ადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები  ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის / 2016-05-14 14:29:46

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს  საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან  დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მივიჩნევთ