სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

საია საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის კუთხით ხელისუფლების საქმიანობას აფასებს / 2016-04-14 10:09:34

ახალი ამბები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზები და საკითხები, რაც  თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად უკეთ დარეგულირებას საჭიროებს.

საია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად შესაძლო გადაცემის ფაქტს / 2016-04-18 18:43:41

ახალი ამბები

2016 წლის 18 აპრილს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომლის ფართიც 125 კვ.მ. შეადგენს და დღეისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. 

“დამკვიდრებული პრაქტიკის“ სახელით / 2016-04-19 16:54:42

ბლოგი, სულხან სალაძე

2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. 

კამპანია „სამართალი ითხოვს“ შეხვედრებს იწყებს / 2016-04-20 14:04:07

ახალი ამბები

სასამართლო სისტემაში დღეს არსებული  კრიზისი, არაჯანსაღი პროცესები და ხარვეზიანი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს იდეას საქართველოში და მართლმსაჯულების მაძიებელი პირის კონსტიტუციურ უფლებას, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. 

„ამბოხი მართალი საქმეა“ / 2016-04-20 16:55:33

ბლოგი

„სანამ საყოველთაო ინდიფერენტულობა და კოლექტიური აპათია არ დაიმსხვრევა, ერთეულები ვერაფერს შეცვლიან“- ეს სიტყვები ევროპული სტუდენტური მოძრაობის ლეგენდას რუდი დუჩკეს ეკუთვნის. 

საიას განცხადება პროკურატურის მიერ ეკატერინე მიშველაძის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე / 2016-04-21 17:19:34

ახალი ამბები

2016 წლის 16 მარტს მოქალქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდო ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. 

საია ეხმიანება სულხან წულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს / 2016-04-22 12:04:14

ახალი ამბები

2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორების შუამდგომლობა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2016 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.

მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს / 2016-04-22 15:07:13

ახალი ამბები

მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

საია საჯარო დაწესებულებებს ღიაობისაკენ მოუწოდებს / 2016-04-24 18:19:49

ახალი ამბები

2016 წლის აპრილში, საიას მიმართა TSpress-ის წარმომადგენელმა და მიუთითა ფოთის მერიის მიერ მედიის წარმომადგენლების საჯარო შეხვედრაზე არ დაშვების ფაქტზე. TSpress-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული შეხვედრა ეხებოდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, რის გამოც რამდენიმე ოჯახს, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩაუვიდა. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით დაცული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #4 ანგარიშის პრეზენტაცია / 2016-04-25 15:48:19

ახალი ამბები

თბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა, დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს.