სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეტალური ძიება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ვენეციის კომისიას წარუდგენს თავის მოსაზრებებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებულ ცვლილებებზე / 2016-05-25 17:31:49

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 20 მაისს, კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ დაუკავშირდა ვენეციის კომისიის საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი შნუც როდულფ დური  და სთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრების წარდგენა. 

კვლევის პრეზენტაცია „მონაწილეობითი ბიუჯეტირება: საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“ / 2016-05-27 16:30:59

ახალი ამბები

2016 წლის 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა. 

საია ეხმიანება ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი კოლეგიის შეცვლის საკითხს / 2016-05-30 22:04:33

ახალი ამბები

,,რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მონიტორინგის პროცესში საიამ შეისწავლა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სხვადასხვა განჩინება, რომლითაც დასტურდება განმხილველი კოლეგიების ცვლილებები

კოალიცია სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” გაჭიანურებას ეხმაურება / 2016-05-31 15:07:47

ახალი ამბები

მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში 25-27 მაისის სასესიო კვირაში იყო დაგეგმილი. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა პარლამენტში კვლავ გადაიდო. 

საიამ გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“ / 2016-05-31 15:28:22

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 31 მაისს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია: „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები - საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება“.

საია ვეგანურ კაფე „კივიში’’ მომხდარ სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას ეხმაურება / 2016-06-01 10:47:16

ახალი ამბები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს 2016 წლის 29 მაისს ქ. თბილისში მდებარე ვეგანურ კაფე „კივიში’’, კაფის თანამშრომლებისა და სტუმრების მიმართ განხორციელებულ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებული 2 პირის ინტერესებს. 

კორცხელის ინციდენტის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს / 2016-06-01 15:20:38

ახალი ამბები

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინციდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინციდენტის მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი. 

პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ / 2016-06-03 10:58:47

ახალი ამბები

პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება. 

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადებას ეხმაურება / 2016-06-03 11:03:45

ახალი ამბები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას. 

საია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება / 2016-06-03 13:11:35

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 1 ივნისს გავრცელდა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნათია გუჯაბიძის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მას საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის საჭირო ხარჯი წლების განმავლობაში უნაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი ოჯახის წევრისაგან ქირაობდა.